Language switcher

Featured Video Play Icon

ჰერცეგ ნოვი, მონტენეგრო, ტარგ ჰერცეგ სტეპანა

ჰერცეგ ნოვი (იტალიურად კასტელნუოვო) თავისი სახელის მიუხედავად, საკმაოდ ძველი დასახლებაა. ის დაარსდა 1382 წელს მეთევზეთა სოფლის ადგილას, ბოსნიელი მეფის – სტეფან I-ს მიერ, რომლის სახელიც ჰქვია ქალაქის ცენტრალურ მოედანს. 1482 წელს ქალაქი თურქებმა დაიპყრეს და დარჩნენ აქ მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში, პერიოდულად ესპანელების თავდასხმებიც ხშირი იყო. 1687 ქალაქში მმართველობის ვენეციური, მოგვიანებით კი ავსტრო-უნგრული კანონი მოქმედებდა. ამის შემდგომ, სხვადასხვა დროს,  ჰერცეგ ნოვს მართავდნენ რუსები, ნაპოლეონი და მუსოლინი.  საბოლოოდ კი ის გახდა იუგოსლავიის ნაწილი. ქალაქის არასრული ისტორიის ნახვა, შესაძლებელია მის მოედანზე. ეს პარადოქსული მოედანია, რადგან ააგეს იტალიურ სტილში, პალმის ხეებით გარშემორტყმული ბრწყინვალე მართმადიდებლური ტაძრით შუაგულში. მოედნიდან, რომლის არაოფიციალური სახელია ბელავისტა, ჩანს ზღვა,  ოტომანური საათის კოშკი, ესპანური ციხე-სიმაგრე, კათოლიკური ეკლესიის სამრეკლო და ქალაქის ქვედა ნაწილი.