ნარდენის ეს მოედანი სანახაობრიობით არ გამოირჩევა. ის უსწორმასწორო და საკმაოდ მცირეზომის სივრცეა, რომელიც დიდი ეკლესიის (Grote Kerk) გარშემო განლაგდა. თავად ეკლესია მე-15-ესაუკუნის, წითელი აგურისგან ნაგებ, ჩრდილო-გოთიკური სტილის შენობას წარმოადგენს და იგიპროტესტანტულ რეფორმამდე წმინდა ვიტუსს მიეძღვნა. ამასთან, დიდი ეკლესია ჰოლანდიისერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა. 1557 წელს ის ესპანელთა შემოჭრის შემდეგ გაჩენილ ხანძარსგადაურჩა. მოედანზე, ეკლესიის ერთ მხარეს ნარდენში დაბადებული კომენსკის ძეგლიააღმართული. მოედნის ერთ-ერთ კუთხეში რენესანსის სტილის შენობაა აგებული, რომელიცადამიანების ალეგორიული გამოსახულებებით არის დამშვენებული. მიუხედავად იმისა, რომთავად მოედანი არაფრით გამოირჩევა, საერთო ჯამში, ის მაინც სანახაობრივია. მოედანი წყლისარხების ორმაგი რიგით შემოსაზღვრული ვარსკვლავის ფორმის ციტადელის ცენტრია.