ეს გამოფენა ევროპული ბაზრის მოედნებთან დაკავშირებით პერსპექტივის შეცვლას გვთავაზობს. ეს შეიძლება თამამი განცხადება ჩანდეს, მაგრამ უპირველესად ის უნდა აღვიქვათ პირდაპირი გაგებით. პროფესიონალური ხარისხის დრონით გადაღებული ფოტოები გვიჩვენებს ისტორიული ევროპული ქალაქების მოედნების საჰაერო ხედებს. ევროპაში ცნობილი დედაქალაქების მოედნები, კერძოდ ლისაბონის და სტამბულის ცნობილი მოედნები გამოფენილია ნაკლებად ცნობილ, მაგრამ არანაკლებ საინტერესო მოედნებთან ერთად, როგორიცაა პონდუსის მთაში მდებარე არომანიანი დასახლებები, ლეგენდარული ჭადრის ხეებით ცენტრში, რომლებიც მათ დაარსებასთან ერთად დაირგო საუკუნეების წინ.
ამ გამოფენის მთავარი თემაა მოედნების გეოგრაფიული სივრცე. ამოსავალი წერტილი არის ბანალური მტკიცება, მაგრამ მნიშვნელოვანი ვიზუალური შედეგებით, კონკრეტულად კი მოედნის როგორც ისტორიული და კულტურული ფენომენის გასაგებად: მთლიანი მოედნის დანახვა შეუძლებელია… მოედნის ყველაზე ხელსაყრელი წერტილიდან. გამონაკლისები შეიძლება მოიძებნოს იმ ისტორიულ ქალაქებში, სადაც რთულად ასასვლელი ტაძრის კოშკი გთავაზობთ სივრცის ფართო ხედს, თუნდაც შედარებით დაბალი სიმაღლიდან.
დრონის ფოტოგრაფია აწარმოებს რასაც შეიძლება ტექნიკურად დავარქვათ à vol d’oiseau ფრანგულად, ან “ფრინველის თვალით დანახული“ ინგლისურ ენაზე. ეს არის ერთ-ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანი, როდესაც ტექნიკური და მხატვრული ენები წარმატებით იკვეთებიან. ფრინველის თვალით დანახული, თითქმის გამონაკლისის გარეშე, სანახაობრივია. ამ თვალსაზრისის უპირატესობაა იმის გაგება რაც შეიძება მხოლოდ ინტუიტიურად იგრძნო: ღრმა სტრუქტურის არსებობა. ამდენად, გამოფენა ცდილობს შეცვალოს ჩვენი პერსპექტივა მოედნებზე, უკვე გადატანითი მნიშვნელობითაც.
აშკარა ჭეშმარიტება: მოედნები არ არსებობს იზოლაციაში, არამედ დასახლებების ცენტრში. ამას მივყავართ მოედნის ძირითად ხასიათამდე და მოედნების ანთროპოლოგიურად და ვიზუალურად განსაზღვრის მკაფიო მეთოდამდე – მის მიმდებარე გარემოსთან კავშირში. ორგანულადაა განვითარებული თუ წინასწარაა ჩამოყალიბებული დიაგრამები და ბადეები, ქალაქების სტრუქტურა წარმოადგენს ფუნდამენტურ დაძაბულობას მოედნის სივრცესა და მის ფარგლებს გარეთ მდებარე სივრცეს შორის, რომელიც მხოლოდ ზემოდან ჩანს. ღია სივრცე დახურულის წინააღმდეგ. მოძრავი სივრცე მდგრადი სივრცის წინააღმდეგ. ადამიანთათვის განკუთვნილ ქალაქებში, იან გელი განსაზღვრავს განსხვავებას ქალაქის ორ ნაწილს შორის: “როდესაც ქუჩები მოძრაობის იდეას გადასცემს – “გაიწიეთ გთხოვთ!” – ფსიქოლოგიურ დონეზე, მოედნები გთავაზობს დასვენებას. მოძრავი სივრცეები გვთხოვენ “გადაადგილება, გადაადგილება!”; მოედანი ამბობს: “მოდით გავჩერდეთ და დავაკვირდეთ რა ხდება აქ”. ორივე ფეხბმა და თვალებმა დატოვეს წარუშლელი კვალი ურბანული დაგეგმარების ისტორიაზე. ქალაქის არქიტექტურის ძირითადი ნაწილები არის მოძრაობის სივრცეები – ქუჩები და აღქმისა კი – მოედნები.”