ორი დასახლება (მალი სტონი პატარა სტონს ნიშნავს) საინტერესო სისტემას აყალიბებს, რადგანისინი ერთმანეთთან ევროპაში ყველაზე გრძელი ფორტიფიკაციებით არიან დაკავშირებულნი. თავდაპირველად, ფორტიფიკაციის სიგრძე 7 კმ-ს შეადგენდა, დღეს კი თითქმის 5 კმ-ადარჩენილი. კედლები რელიეფს მიუყვება, ხოლო მთა ორ დასახლებას ერთმანეთისგანგანაშორებს. მალი სტონი 1333 წელს დაფუძნდა და დუბროვნიკის ციხესიმაგრის დაცვისთვისგანკუთვნილი თავდაცვის სისტემის ნაწილს შეადგენდა. რაც შეეხება სტონს, იგი ერთ-ერთიპირველი დასახლებაა, რომელიც ნათლად ჩამოყალიბებული გეგმის მიხედვით შენდებოდა, შედეგად ის სწორი გზებით, ადმინისტრაციული შენობებით და საცხოვრებელი ზონებითხასიათდება. მალი სტონში პორტი მოედნის ფუნქციას ითავსებს, რაც ხმელთაშუა ზღვისდასახლებების უმეტესობას ახასიათებს. სტონის მოედანი კი დამოუკიდებელ სივრცედჩამოყალიბდა, თუმცა, ის მაინც დასახლებული პუნქტის განაპირას მდებარეობს.
ვალიადოლიდი, ესპანეთი, დიდი მოედანი
ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოედანი იდეალური მართკუთხედია. მისი სიგრძე 122 მ, სიგანე კი 82 მეტრია. ეს ზომები აყალიბებენ პროპორციას 3X2. ის პირველი ამ ტიპის (დახურულიდა რეგულარული გეგმით) მოედანია ესპანეთისთვის. ეს მოედანი მადრიდში 1617 წელს დასალამანკაში 1729 წელს აშენებული მოედნების მოდელია, თუმცა, აქ ვალიადოლიდისარქიტექტურულმა და ურბანულმა გადაწყვეტამ სრულყოფას მიაღწია. ესპანეთის და სამხრეთამერიკის მოედნების მთელი სერია მადრიდის და სალამანკას მოედნების გავლენით არისშექმნილი, რაც ირიბად ვალიადოლიდის მოედანზე მიგვითითებს.1561 წლის 21 სექტემბერს ვალიადოლიდი ცეცხლმა მოიცვა, ქალაქში არსებული სახლები სამიდღის მანძილზე იწვოდა. თუმცა, ასეთი კატასტროფა ახალი ურბანული იდეებისგანხორციელების საშუალებას იძლევა. პროექტის ახალი მოედანი რენესანსის ბალანსის დასიმეტრიის პრინციპებს მიჰყვება. მოედანი კვლავ დახურულ, მართკუთხედ სივრცედ განიხილება, რომლის ცენტრი სრულიად ცარიელია, ხოლო შესასვლელები პორტიკებიდან აქვს. არქიტექტორი ფრანსისკო დე სალამანკა იდენტურ, სარკისებრ ფასადებს ქმნის. ფასადებს მიღმათანამდებობის პირთა და გილდიის წევრთა საცხოვრებელი სივრცეებია. პირველ სართულზე, მოედნის მთელ პერიმეტრზე, კოლონადებია მოთავსებული.
სოფია, ბულგარეთი, წმ. ალექსანდრე ნევსკის მოედანი
მას შემდეგ, რაც ბულგარეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა (1878 წლიდან), სოფიაში დიდი მნიშვნელობის მქონე ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ტაძრის საძირკველი 1882 წელს ჩაიყარა, მაგრამმშენებლობა მხოლოდ XX საუკუნის შუალედში დასრულდა. ტაძარი მიეძღვნა წმ. ალექსანდრენევსკის, რუსი ჯარისკაცების ხსოვნას. მის გარშემო ბალკანეთის პირველ თანამედროვე ტაძარსჩაეყარა საფუძველი. ეს მნიშვნელოვანი, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე სივრცეა, რადგან აქვეაგანლაგებული შედარებით მცირე ზომის წმ. სოფიას ეკლესია (IV-VI სს), რომელიც თავისიწლოვანებით და პროპორციებით აღგვაფრთოვანებს და რომლის საპატივსაცემოდ მიენიჭაქალაქს თავისი სახელი.

ვისმარი, გერმანია, ამ მარკტ
ბალტიის ზღვის პორტი, ვისმარი, ვითარდებოდა VIII – XIX საუკუნეებს შორის, როგორც ჰანსეატიკის ლიგა. 10.000 კვმ სიდიდის ამ მარკტი, ქალაქის მთავარი მოედანი, ერთერთი ყველაზე დიდი და ლამაზი მოედანია ჩრდილოეთ გერმანიაში. აქ არის IV საუკუნის ტიპიური გვიანი ჩრდილოეთის გოთიკური სტილის წითელი აგურის სახლები და XX საუკუნის ნეოკლასიკური ფასადები. მოედნის ცენტრალური ნაწილი არის ვასერკუნსტი, შადრევანი ძვირფასი მეტალის დეკორაციით, რომელიც 1602 წელს ჩამოიტანეს ნიდერლანდებიდან. დიდ შთაბეჭდილებას ახდენს წითელი აგურის სახლებიდან ერთ-ერთი, ალტერ შვედე, რომელიც დათარიღებულია 1380 წლით და არის გამორჩეული, ყველაზე ძველი, მსგავს შენობებს შორის.
ტიმიშოარა, რუმინეთი, გაერთიანების მოედანი, თავისუფლების მოედანი

1716 წელს, ეუჯენ სავოის ჯარმა ტიმიშოარა ჩამოართვა თურქებს. ავსტრიელებმა გადაწყვიტეს აქ აეგოთ ერთერთი საუკეთესო ციხე-ბასტიონი ევროპაში. მისი გადმონაშთები დაინგრა XIX საუკუნეში, თუმცა, ორი ძალიან ლამაზი მოედანი, აგებული ცენტრალურ ევროპულ სტილში, შენარჩუნდა.


სარაევო, ბოსნია და ჰერცოგოვინა ბაშჩარშია
XV საუკუნეში, იშაკოღლუ ისა ბეიმ, ბოსნიის თურქმა მმართველმა დააარსა სარაევო. იგივე პერიოდში იქმნება ბაშჩარშია. აღმოსავლური ურბანული ტრადიციის მიხედვით, ქალაქებს მოედნის მაგივრად აქვთ ბაზრები. ბაშჩარშია იყო ამ ადგილის კომერციული, ადმინისტრაციული და კულტურული შუაგული. აქ აშენდა მეჩეთები, მაღაზიები, ბიბლიოთეკა და საათის კოშკი. 1878 წელს, როდესაც ქალაქი გახდა ავსტრია-უნგრეთის ნაწილი, ახალმა მმართველებმა მოისურვეს მისი ევროპულ ქალაქად გარდაქმნა. არქიტექტორებს ხანძარი დაეხმარა და ბაზრის ცენტრალური სივრცე, რომლის შუაშიც XVI საუკუნის მინარეთი იყო აღმართული, მოედნად იქცა. დღეს ის არაოფიციალურად „მტრედის მოედნის“ სახელითაა ცნობილი.
ანტვერპენი, ბელგია, დიდი სავაჭრო მოედანი
თავდაპირველად, დიდი სავაჭრო მოედანი შუა საუკუნეების ქალაქის ფარგლებს გარეთ მდებარეობდა, სადაც ჩრდილოეთის და სამხრეთის ვაჭრები საქონლის გადაცვლით იყვნენ დაკავებულნი. 1220 წელს, ჰერცოგმა ჰენდრიკ I ვან ბრაბანტმა სივრცე საზოგადოებას უსახსოვრა. ეს ადგილი ქალაქის ცენტრად გადაიქცა. დღევანდელი ფორმა თანმიმდევრული მოდიფიკაციების შედეგია, რომელთაგან უმრავლესობა დაგეგმილი იყო. თუმცა, შედეგი სასიკეთოა: მოედანს რომელი მხრიდანაც არ უნდა მიუდგე, ის თავის ბოლომდე აღმოჩენის საშუალებას არ იძლევა. მისი დათვალიერება პროგრესულად არის შესაძლებელი, რაც სივრცის თანდათანობით შეღრმავებას მოგვაგონებს. გილდიის სახლები მოედნის ორ მხარეს აყალიბებენ, ხოლო იუნესკოს სიაში შეტანილი რენესანსის პერიოდის მერიის შენობა სამხრეთით არის განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ საკათედრო ტაძარი მეზობელ მოედანზეა განლაგებული, მისი დანახვა მაინც შესაძლებელია. მოედნის შუაგულში 1887 წელს აშენებული ბრაბოს შადრევანი ქალაქის დაარსების ლეგენდას მოგვითხრობს.
სლავონიცე, ჩეხეთის რესპუბლიკა, მშვიდობის მოედანი
გერმანულად ეწოდება Zlabings და პირველად 1260 წელს არის ნახსენები. სლავონიცე მდებარეობს ჩეხეთის საზღვრიდან ერთ კილომეტრში. მისი გეოგრაფიული მდებარეობა არქიტექტურის შენარჩუნების ერთგვარი შანსი იყო. 1945 წელს, გერმანელი მოსახლეობის გაძევების შემდეგ, ქალაქში, რომელიც ძალიან ახლოს იყო საზღვართან, ვერ ნახავთ სოციალისტურ ნაგებობებს. მოგვიანებით, მოხდა ქალაქის განახლება და გადაიქცა სამხატვრო კოლონიად. კიდევ ერთი შანსი ადგილობრივი არქიტექტურის შენარჩუნებისა იყო ერთ დროს აყვავებული ქალაქის გასვლა სავაჭრო მარშუტიდან, რომელიც პრაღას ვენასთან აკავშირებდა, რამაც გამოიწვია ის, რომ რენესანსის არქიტექტურა და თავდაპირველი გეგმა დარჩა იმ კონკრეტულ განვითარების ეტაპზე. ქალაქის გეგმა ატიპიურია, ორი ერთმანეთთან დაკავშირებული მოედნით. ერთ-ერთი მათგანი – მშვიდობის მოედანი არის სამკუთხა ფორმის, ხოლო მეორე – ზედა მოედანი წაგრძელებულია და მის ცენტრალურ ადგილას განთავსებულია სახლებით გარშემორტყმული ეკლესია. დიდი რაოდენობით გვიანი გოთიკური და რენესანსის პერიოდის შენობები ფაქტიურად ხელშეუხებელია, მათი ფასადები მოპირკეთებულია სგრაფიტოს განსაკუთრებული სახეობით.

კრუშევო, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ჩეარშია
კრუშევო ან „ქრუშოვა“ არომანულად, ბუშოვას მთაზე მდებარე ყველაზე დიდი ქალაქია მთელს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მისი არქიტექტურა საინტერესო და ატიპიურია. ის გზაგასაყარია ევროპასა და აღმოსავლეთ შორის. ქალაქი ააშენეს მდიდარმა არომანელებმა მშენებლობაში განთქმულ მიიაკის ჯგუფის სლავებთან ერთად, რომლებიც იძულებულნი გახდნენ აქ მას შემდეგ გადმოსახლებულიყვნენ, რაც თურქებმა მოსკოპოლი გადაწვეს. ისინი დახელოვნებული იყვნენ სახლების მშენებლობაში. ცენტრალურ მოედანზე თავმოყრილია სხვადასხვა ტრადიციები. სახელწოდება მომდინარეობს თურქული სიტყვიდან. ქალაქის სივრცული განაშენიანება შეიცავს ევროპულ ელემენტებს, ვინაიდან ადგილობრივი მდიდარი ვაჭრები კარგად იცნობდნენ ევროპის ქალაქებს.
პერასტი, მონტენეგრო, წმ. ნიკოლოზის მოედანი
ურბანული სტრუქტურა თარიღდება ქალაქის უდიდესი ეკონომიკური ზრდის პერიოდით, ვენეციელთა მმართველობის დროს. როგორც ბევრ სანაპირო ქალაქში, მოედანი აქაც პორტის სახით არის წარმოდგენილი. დასავლეთით მდებარეობს ქალაქის მერია, ხოლო აღმოსავლეთით – საფონდო ბირჟა. ჩრდილოეთით წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სამრეკლო გადმოჰყურებს ადრიატიკის ზღვას. ეგრეთწოდებული, „ბალოტას“ ქვით მონიშნულია ის ადგილი, სადაც მთავრდება პორტის მოედანი და იწყება ეკლესიის მოედანი, სივრცის ასეთი მოწყობა ძალზე მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისათვის.

შტრალზუნდი, გერმანია, ძველი სავაჭრო მოედანი, ახალი სავაჭრო მოედანი
ძველი მოედანი და ახალი მოედანი ქალაქის სხვადასხვა ბოლოებშია განლაგებული და ისინი გეოგრაფიული ცენტრის მიმართ თითქმის სიმეტრიულად არიან განთავსებულნი, რაც შუა საუკუნეებისთვის სრულიად ატიპიურია. სახელწოდების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ მათი მშენებლობის თარიღები საკმაოდ ახლოა ერთმანეთთან. Alter Markt პირველად 1277 წელს აღირიცხა (წყაროში ის ფორუმის სახელით არის მოხსენიებული), ხოლო Neuer Markt ათი წლის შემდეგ, 1285 წელს მოეწყო. ძველ მოედანს მუდამ მთავარი როლი ჰქონდა, მაგრამ მოედნები მოხაზულობის, ზედაპირის და ფუნქციის მხრივაც კი ერთმანეთის მსგავსები არიან. წყლის ობიექტებით იზოლირებული და წითელი აგურისგან ნაშენები, გოთიკური ეკლესიებით გაწყობილი შტრალზუნდი ბალტიის ზღვის ბრწყინვალე, შუა საუკუნეების ჰანზეური ქალაქია.
შვერინი, გერმანია, სავაჭრო მოედანი
შვერინის სავაჭრო მოედანი ზოგადად მოედნის განსაზღვრებად შეიძლება ჩაითვალოს. ის ოთხკუთხედია, თითქმის თანაბარი გვერდებით და თავიდანვე ქალაქის გეოგრაფიულ ცენტრში იყო განლაგებული. აქ ერთიანდებოდა ქალაქის უმნიშვნელოვანესი ნაგებობები, ტაძრიდან ქალაქის მერიამდე. მოედანს ზღაპრული სასახლე გადმოჰყურებს. მოედანზე საქმიანობას ჰენრი ლომის მკაცრი სავაჭრო წესები არეგულირებდა, რაც ქალაქის ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფდა. ვაჭრობის ყველა სფეროს თავისი ადგილი ჰქონდა. მაგალითად, თევზეულობა მოედნის მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში იყიდებოდა. ყასბები დახლებზე გადასაფარებლით სარგებლობდნენ. ბაზარში გაყიდვის უფლება მხოლოდ ადგილობრივ ვაჭრებსა და ხელოსნებს ჰქონდათ. 1171 წლიდან, ქალაქში წლის კონკრეტულ რიცხვში უცხოელი ვაჭრებიც დაიშვებოდნენ.
ტრიესტე, იტალია, იტალიის ერთობის მოედანი
დიდი პიაცა, ან პიაცა დელ’უნიტა დ’იტალია მთელს ევროპაში ყველაზე დიდი მოედანია ხედით ზღვაზე. მისი ფართობი თითქმის 17 000 მ2-ია. გზის და ბილიკების არსებობის მიუხედავად, მოედანი და ადრიატიკის ზღვა თითქმის ერწყმის ერთმანეთს, როდესაც გამვლელი მოედნის მეორე ბოლოდან სივრცეს გაჰყურებს. აქვეა განლაგებული ოთხი კონტინენტის შადრევანი (Fontana dei Quattro Continenti), პუნქტი, რომელთანაც ქალაქის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გზა მიდის. პერსპექტივის ჩარჩოს მხოლოდ დროშის ორი ანძა ჰქმნის. მოედნის ისტორია 1252 წელს იწყება, როდესაც პირველი პალაცო კომუნალე აშენდა, თუმცა ამჟამად ის განახლებული იერსახით გამოირჩევა, რაც IX საუკუნის მეორე ნახევრის ცვლილებებს ასახავს, როდესაც ქალაქი ავსტრია-უნგრეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. მოედნის პერიმეტრის განმსაზღვრელი მონუმენტალური შენობების უმეტესობა 1858 წლის შემდეგ აშენდა.

ბრეშია, იტალია, პიაცა პაოლო VI, პიაცა დელა ლოჯია
პიაცა პაოლო VI ბრეშიის მთავარი მოედანია. მოედნების სისტემაში ყველაზე გაბარიტულია და შუა საუკუნეებს მიაკუთვნებენ. აქ იხილავთ დუომო ვეკიოს და დუომო ნუევოს, ისევე როგორც ილ ბროლეტოს, რომელიც ქალაქის მერიის შენობაა. თუმცა, ბრეშიის ყველაზე ლამაზი მოედანი მეზობლად არის განთავსებული და მას პიაცა დელა ლოჯია ეწოდება. მასზე მუშაობა რენესანსის პერიოდში, ფილიპო გრაისის ზედამხედველობის ქვეშ 1489 წელს დაიწყო და ვენეციურ სტილში შესრულდა. მოედნის ყველა შენობა მას დაექვემდებარა, იმეორებს რა მის თაღებს. მოპირდაპირე მხარეს განლაგებულია საათიანი კოშკი (Torre dell’Orologio) რომლის კოლონადები პიაცა პაოლო VI-ზე გადასვლას უზრუნველყოფენ. კოშკის საათი 1546 წლით თარიღდება. პიაცა დელა ლოჯიაზე ბრეშიის ოთხი „მოლაპარაკე ქანდაკებიდან“ სამია განთავსებული, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქის მმართველობასთან დაკავშირებულ საჩივრებს წარადგენდა.



























































