ქართული დამოუკიდებლობის ნამდვილმა სიმბოლომ, თავისუფლების მოედანმა პირველად ეს სახელი 1918 წელს, პირველი ქართული დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს მიიღო. მოედანს ეს სახელი სახელი დაუბრუნდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. წმინდა გიორგის მოოქროვილი ძეგლი, რომელიც დრაკონს ამარცხებს, აქ 2006 წელს დაიდგა.
1907 წელს, მოედანზე შედგა ცნობილი ბანკის ძარცვის სცენა, რომელიც პირადად სტალინის გეგმით და ხელმძღვანელობით ჩატარდა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ მოედნის სახელწოდებები ზუსტად აღწერს საქართველოს გასული საუკუნეების და უახლეს ისტორიას. ოფიციალურად პირველად სახელი მოედანს 1828 წელს ეწოდა. 1829 წელს რუსეთ–ოსმალეთის ომში, რუსეთის ჯარის მიერ ერევნის ციხე–ქალაქთან გამარჯვების აღსანიშნავად ჯარის სარდალს – ი. პასკევიჩს ერევნის გრაფის წოდება მიენიჭა, ხოლო თბილისის მთავარ მოედანს მის პატივსაცემად ,,პასკევიჩ–ერევანსკი”, ან შემოკლებით ,,ერევანსკი” დაარქვეს. 1940 წელს საქართველოს დედაქალაქის მთავარ მოედანს ლავრენტი ბერიას სახელი უწოდეს. 1953 წელს ბერიას დახვრეტის შემდეგ მოედანს სახელწოდება შეუცვალეს და სწორედ მაშინ დაერქვა ვლადიმერ ლენინის სახელი. ლენინის ძეგლი ცენტრში, 1991 წლამდე იდგა. 1990 წლიდან კი მოედანმა ძველი სახელი დაიბრუნა. – ,,თავისუფლების მოედანი”.
ქალაქის ურბანული ქსელის დინამიკის საინტერესო ასპექტი: დასაწყისში, როდესაც აქ იყო უბრალოდ სავაჭრო გზების გადაკვეთის ადგილი, მოედნის სივრცე ცენტრში კი არ იყო გადაჭიმული, არამედ დასახლების კიდეებზე. ეს არის ქალაქის კომერციულ ზღვართა თანდათანობითი განვითარების სისტემა, რომელიც დასავლეთ ევროპის ბევრი დიდი ქალაქის მსგავსად, საბოლოოდ ხდება ცენტრი.