სლავონიცე, ჩეხეთის რესპუბლიკა, მშვიდობის მოედანი

გერმანულად ეწოდება Zlabings და პირველად 1260 წელს არის ნახსენები. სლავონიცე მდებარეობს ჩეხეთის საზღვრიდან ერთ კილომეტრში. მისი გეოგრაფიული მდებარეობა არქიტექტურის შენარჩუნების ერთგვარი შანსი იყო. 1945 წელს, გერმანელი მოსახლეობის გაძევების შემდეგ, ქალაქში, რომელიც ძალიან ახლოს იყო საზღვართან, ვერ ნახავთ სოციალისტურ ნაგებობებს. მოგვიანებით, მოხდა ქალაქის განახლება და გადაიქცა სამხატვრო კოლონიად. კიდევ ერთი შანსი ადგილობრივი არქიტექტურის შენარჩუნებისა იყო ერთ დროს აყვავებული ქალაქის გასვლა სავაჭრო მარშუტიდან, რომელიც პრაღას ვენასთან აკავშირებდა, რამაც გამოიწვია ის, რომ რენესანსის არქიტექტურა და თავდაპირველი გეგმა დარჩა იმ კონკრეტულ განვითარების ეტაპზე. ქალაქის გეგმა ატიპიურია, ორი ერთმანეთთან დაკავშირებული მოედნით. ერთ-ერთი მათგანი – მშვიდობის მოედანი არის სამკუთხა ფორმის, ხოლო მეორე  – ზედა მოედანი  წაგრძელებულია და მის ცენტრალურ ადგილას განთავსებულია სახლებით გარშემორტყმული ეკლესია. დიდი რაოდენობით გვიანი გოთიკური და რენესანსის პერიოდის შენობები ფაქტიურად ხელშეუხებელია, მათი ფასადები მოპირკეთებულია სგრაფიტოს განსაკუთრებული სახეობით.