Language switcher

Featured Video Play Icon

ბრეშია, იტალია, პიაცა პაოლო VI, პიაცა დელა ლოჯია

პიაცა პაოლო VI ბრეშიის მთავარი მოედანია. მოედნების სისტემაში ყველაზე გაბარიტულია და შუა საუკუნეებს მიაკუთვნებენ. აქ იხილავთ დუომო ვეკიოს და დუომო ნუევოს, ისევე როგორც ილ ბროლეტოს, რომელიც ქალაქის მერიის შენობაა. თუმცა, ბრეშიის ყველაზე ლამაზი მოედანი მეზობლად არის განთავსებული და მას პიაცა დელა ლოჯია ეწოდება. მასზე მუშაობა რენესანსის პერიოდში, ფილიპო გრაისის ზედამხედველობის ქვეშ 1489 წელს დაიწყო და ვენეციურ სტილში შესრულდა. მოედნის ყველა შენობა მას დაექვემდებარა, იმეორებს რა მის თაღებს. მოპირდაპირე მხარეს განლაგებულია საათიანი კოშკი (Torre dell’Orologio) რომლის კოლონადები პიაცა პაოლო VI-ზე გადასვლას უზრუნველყოფენ. კოშკის საათი 1546 წლით თარიღდება.  პიაცა დელა ლოჯიაზე ბრეშიის ოთხი „მოლაპარაკე ქანდაკებიდან“ სამია განთავსებული, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქის მმართველობასთან დაკავშირებულ საჩივრებს წარადგენდა.