დიდი მოედანი ამ ისტორიული ქალაქის ბირთვია, რადგან ყველა ქუჩა სწორედ აქედან იწყება. მათ ციხესიმაგრიდან გამომავალ კარიბჭეებამდე მიჰყავხართ, რომლის კედლები დღესაც კარგად არის შემონახული. XVI საუკუნით დათარიღებული ქალაქის მერიის შენობა ბაბუ მაიორგას (El abuelo Mayorga) გამოა ცნობილი. ის სასაცილო კაცის ფიგურაა, რომელიც ნახევარ საათში ერთხელ შენობის ზარს თავის ჩაქუჩს შემოჰკრავს. ფიგურა ქალაქის სიმბოლოდ იქცა. მას არაერთი რეალური და გამოგონილი ისტორია უკავშირდება. მოედნის პერიმეტრის განმსაზღვრელი სხვადასხვა სიმაღლის, ეპოქის თუ სტილის შენობები უნიკალურ მთლიანობას და მოულოდნელ ერთიან ინდივიდს წარმოქმნიან. პლასენსიის დიდი მოედანი ესპანეთის ყველაზე ნაკლებად ცნობილი, თუმცა ულამაზესი მოედანთაგანია.