ლევოჩა, სლოვაკეთი, ოსტატი პავლეს მოედანი

ლევოჩა (Leutschau გერმანულად და Lőcse უნგრულად) ისტორიული რეგიონის – სპიშის დედაქალაქი იყო. მას ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოედანი აქვს. ერთ-ორ თანამედროვე ჩარევას თუ არ მივათვლით, მოედანი თითქმის უცვლელია, შემოსაზღვრულია რა 50 ძველი სახლით, რომელთაგან ზოგიერთის ფასადი შეღებილია. მართკუთხედი მოედნის ცენტრში, განთავსებულია წმინდა იაკობის სახელობის ეკლესია. ის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხეზე კვეთილი  საკურთხევლით გამოირჩევა. გვიან-გოთიკურ სტილში შესრულებული ეს ნამუშევარი ნიჭიერი და საიდუმლოებებით მოცული ოსტატის, პავლეს შემოქმედებაა. თითქმის მთელი ინფორმაცია პავლეს შესახებ, ქალაქის არქივში 1550 წელს გაჩენილ ხანძარს შეეწირა. მიუხედავად ამისა, მოედანი დღესაც ოსტატის სახელს ატარებს. გარდა ამისა, პავლეს მოედანზე მდებარეობს ქალაქის მერია და მისი თაღები, რომლებიც 1550 წლის ხანძრის შემდეგ აღადგინეს. შენობა რენესანსის დაგეგმარების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია სლოვაკეთში. ამას გარდა, მოედანზე იხილავთ XVI საუკუნით დათარიღებულ ე.წ. სირცხვილის გალიას, სადაც დამნაშავეებს საზოგადოების წინაშე წარდგენის მიზნით ათავსებდნენ.