კრომერჟიჟი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ველკე ნამესტი

ველკე ნამესტი პირველად 1110 წელს არის ნახსენები. ის დიდ ოთხკუთხედ სივრცეს წარმოადგენს, ცენტრში ბაროკოს სტილის სვეტით, რომელიც შავი ჭირის ეპიდემიის დასასრულის აღსანიშნავად აღიმართა (1680 წ.).  მის გვერდით მდებარეობს შადრევანი, რომელიც ქალაქის წყლით მომარაგების სისტემის ნაწილია. მისი განახლება 1665 წლიდან რამდენჯერმე მოხდა. მოედანს ქალაქის მერიის შენობა, რენესანსის სტილის შენობათა რიგი და არტ-ნუვოს ფასადები ესაზღვრება. თუმცა, აქედან ყველაზე აღსანიშნავი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ეპისკოპოსის სასახლეა, თავისი დიდი და ბრწყინვალე ბაღებით.