ტრიესტე, იტალია, იტალიის ერთობის მოედანი

დიდი პიაცა, ან პიაცა დელ’უნიტა დ’იტალია მთელს ევროპაში ყველაზე დიდი მოედანია ხედით ზღვაზე. მისი ფართობი თითქმის 17 000 მ2-ია. გზის და ბილიკების არსებობის მიუხედავად, მოედანი და ადრიატიკის ზღვა თითქმის ერწყმის ერთმანეთს, როდესაც გამვლელი მოედნის მეორე ბოლოდან სივრცეს გაჰყურებს. აქვეა განლაგებული ოთხი კონტინენტის შადრევანი (Fontana dei Quattro Continenti), პუნქტი, რომელთანაც ქალაქის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გზა მიდის. პერსპექტივის ჩარჩოს მხოლოდ დროშის ორი ანძა ჰქმნის. მოედნის ისტორია 1252 წელს იწყება, როდესაც პირველი პალაცო კომუნალე აშენდა, თუმცა ამჟამად ის განახლებული იერსახით გამოირჩევა, რაც IX საუკუნის მეორე ნახევრის ცვლილებებს ასახავს, როდესაც ქალაქი ავსტრია-უნგრეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. მოედნის პერიმეტრის განმსაზღვრელი მონუმენტალური შენობების უმეტესობა 1858 წლის შემდეგ აშენდა.