ლუბლიანა, სლოვენია, პრესერნოვ ტარგ, მესტნი ტარგ

პრესერნოვ ტარგი იყო უბრალო გზაჯვარედინი შუასაუკუნეების ქალაქის შესასვლელთან, სადაც 1646 წელს აშენდა ფრანცისკანული მონასტერი, რომელმაც დღემდე მოაღწია. მე-19-ე საუკუნეში დაიგო ტროტუარი, რის შემდეგაც ის დაემსგავსა ურბანულ მოედანს. იგივე საუკუნის დასასრულს მოედანმა განიცადა რადიკალური ცვლილებები,  რადგან 1895 წლის მიწიძვრის შემდეგ, ძველი სახლები ჩანაცვლდა ნეოკლასიკური სახლებით და მოგვიანებით, სეცესიური სტილის შენობებით. 1980 წელს, სლოვენიელმა არქიტექტორმა ედვარდ რავნიკარმა შექმნა ტროტუარის წრიული დიზაინი, რამაც მოედანს განსაკუთრებულ ხიბლი მიანიჭა: მზე, გრანიტის ფონზე, მაკედონიური პრილიპის მარმარილოს სხივებით. სამმაგი ხიდი, ტრომოსტოვიე, ლუბლიანას გასწვრივ, აკავშირებს მოედანს სტრიტარევა ულიკას გავლით ქალაქის ძველ მოედანთან, მთის ძირში, სადაც სასახლეა, საკათედრო ტაძრის გვერდზე. ქალაქის მოედანზე, მესტნი ტარგზე არის 1751 წელს აგებული შადრევანი. ორივე მოედანი, მიუხედავად იმისა, რომ ერთად არ იყო დაგეგმილი, წარმოადგენს ურბანულ მთლიანობას.