Piața Sfatului from Brașov, Romania

პიაცა სფატულუიზე ბაზარი მე-14-ე საუკუნიდან იმართებოდა. აქვე ხდებოდა საქონლის გადაცვლაც. იმ პერიოდში აღნიშნულ სავაჭრო ცენტრს მარკეტპლაცს უწოდებდნენ. ამ სივრცეში 1420 წელს აშენებული ქალაქის მერიის შენობა დომინირებს.  იგი არა მხოლოდ მოედნის ცენტრია, არამედ  საინტერესო ქრომატულ პოლიფონიას გვთავაზობს, სადაც ღია ფერის ნაგებობა და ახლომდებარე შავი ეკლესია (Schwarze Kirche), რომელიც მოედნიდან მოსჩანს, – ლამაზ კონტრასტებს ქმნიან.