ერთერთი ლეგენდის თანახმად, ყოველთვის, როდესაც პინდუსის მთებში სოფლის აშენებას დააპირებდნენ, მოხეტიალე მწყემსები მოდიოდნენ და რგავდნენ ხეს. თუ ხე – რომელსაც ისინი წელიწადში ორჯერ მაინც ჩაუვლიდნენ ნახირთან ერთად – კარგად გაიზრდებოდა, ისინი აქ დასახლებას გააშენებდნენ, რომლის შუაგულშიც იქნებოდა ხე. თითოეულ არომანულ დასახლებას პინდუსის მთებში აქვს მოედანი მის ცენტრში მდგარი უძველესი ხით. ადგილობრივები მოედანს ეძახიან პლატეიას, პლატიას, მიშორი ან მესოჰორი. მოედანზე არის მოსახლეობისთვის საჭირო ყველა სახის შენობა: ეკლესია, სკოლა, შადრევანი, კაფეები. ეს არის სივრცულ-არქიტექტურული მაგრამ უპირველეს ყოვლისა სოციალურ-ანთროპოლოგიური გადაწყვეტა, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ტარდება მოსახლეობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ეს არის მოედნები, რომლებიც კი არ უნდა ნახო, არამედ მოედნები, სადაც უნდა ნახო ის, რაც აქ ხდება. მათი ძირითადი დანიშნულება არის სოციალური და არა ესთეტიური: ის რაც აქ ხდება, არის ერთი ამბავი აქ მცხოვრები მოსახლეობის შესახებ.
