შტრალზუნდი, გერმანია, ძველი სავაჭრო მოედანი, ახალი სავაჭრო მოედანი

ძველი მოედანი და ახალი მოედანი ქალაქის სხვადასხვა ბოლოებშია განლაგებული და ისინი გეოგრაფიული ცენტრის მიმართ თითქმის სიმეტრიულად არიან განთავსებულნი, რაც შუა საუკუნეებისთვის სრულიად ატიპიურია. სახელწოდების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ მათი მშენებლობის თარიღები საკმაოდ ახლოა ერთმანეთთან.  Alter Markt პირველად 1277 წელს აღირიცხა (წყაროში ის ფორუმის სახელით არის მოხსენიებული), ხოლო Neuer Markt ათი წლის შემდეგ, 1285 წელს მოეწყო. ძველ მოედანს მუდამ მთავარი როლი ჰქონდა, მაგრამ მოედნები მოხაზულობის, ზედაპირის და ფუნქციის მხრივაც კი ერთმანეთის მსგავსები არიან. წყლის ობიექტებით იზოლირებული და წითელი აგურისგან ნაშენები, გოთიკური ეკლესიებით გაწყობილი შტრალზუნდი ბალტიის ზღვის ბრწყინვალე, შუა საუკუნეების ჰანზეური ქალაქია.