ეს ესპანეთის ყველაზე დიდი მოედანია და შუასაუკუნეების ქალაქის შესასვლელში მდებარეობს. მოედანი სათავეს XI საუკუნიდან იღებს, როდესაც ამ ადგილს დიდი ტრადიციული დღესასწაულებისთვის იყენებდნენ. შენობები სხვადასხვა ხანას განეკუთვნება. ყოველი შენობის პირველი სართულების კოლონადები VI საუკუნით თარიღდება. ჩრდილო-დასავლეთით განლაგებული ბუხაკოს კოშკი თვალწარმტაცი შენობაა და ქალაქის სიმბოლოს წარმოადგენს. ის არაბების ბატონობის დროს რომაულ საძირკვლებზე აშენდა. როგორც ჩანს, სახელწოდება ჩალის თოჯინების ადგილობრივი სახელიდან იღებს საწყისებს – (ბუხაკოს) bujacos.











