სალამანკა, ესპანეთი, პლაზა მაიორ

ამ მოედნის მშენებლობა დაიწყო 1729 წელს, ფილიპ V-ს ბრძანებით, მოედანი დასაწყისში გათვლილი იყო ხარების ბრძოლებისათვის. დღესდღეობით, ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოედნად ესპანეთსა და მთელს ევროპაში. სივრცეს აქვს პარადოქსული ოპტიკური ილუზია. მიწიდან დონიდან ის იდეალურ კვადრატად აღიქმება, თუმცა აეროფოტოში ჩანს, რომ არარეგულარული ფორმა აქვს. შენობათა ბაროკოს სტილის ფასადები, გარს ერტყმიან და განსაზღვრავენ მოედნის პერიმეტრს. ფასადები ერთი შეხედვით თითქოს იდეალური პროპორციით ხასიათდება. თუმცა, სინამდვილეში, არცერთი მათგანი არ არის ერთი და იგივე სიმაღლის. სალამანკას ამ მოედნის შესახებ ბევრი წიგნი დაწერილა, ის ითვლება ესპანური მოედნების სრულყოფილ მოდელად.

ტელჩ, ჩეხეთის რესპუბლიკა, ნამესტი ზაქარიასე ზ ჰრადჩე

მორავიის, ბოჰემიის და ავსტრიის საზღვართან,  ხშირ ტყეში, წყალსატევებთან ახლოს მდებარე გზაჯვარდინთან 1354 წელს, დაარსდა ტელჩი (ან ტელში გერმანულად). დაარსებიდან ორი საუკუნის შემდეგ, ის ხანძარმა გაანადგურა. ქალაქი ორიგინალი გეგმის მიხედვით, სწრაფად, თუმცა მცირედი ცვლილებებით, შენების სტილის და ტექნიკის ევოლუციის გათვალისწინებით აღადგინეს. გოთიკური სასახლე გადააკეთეს რენესანსულ სტილში და სახლები კი ფრონტონებით დაამშვენეს.  ფასადები შეღებეს, მე-18-ე საუკუნეში კი როკოკოს და ბაროკოს სტილში გადააკეთეს. შუასაუკუნეებისთვის დამახასიათებელი გოთიკური თაღები უცვლელი დარჩა პირველი სართულების დონეზე.  სასახლე მოედანზე არსებულ ყველა სახლს აკავშირებს. ასევე აიგო ორი ტაძარი და სვეტი, რომელიც მიეძღვნა წმინდა იოანე ნეპომუკს, აქვეა ორი შადრევანიც. მე-18-ე საუკუნის ბოლოს, ტელჩში თითქოს დრო შეჩერდა, მისი დიდებისა და ეკონომიკური განვითარების შეჩერებასთან ერთად და ქალაქმა ჩვენს დრომდე შემდგომი ცვლილებების გარეშე მოაღწია: ინდუსტრიალიზაციის გავლენისა და  სოციალისტური კორპუსების გარეშე. ის დარჩა ზუსტად ისეთივე, როგორიც წიგნებსა და გადმოცემებშია. ქალაქის გეგმა პრაქტიკულად სამკუთხედს წარმოადგენს.