სალონიკი, საბერძნეთი, არისტოტელეს პლატეია

არისტოტელეს მოედნის ისტორია დაიწყო 1917 წელს გაჩენილი ხანძრით, რომლის დროსაც დაიწვა ქალაქის ორი მესამედი ნაწილი. მანამდე, საუკუნეების განმავლობაში, ოტომანური მმართველობის დროს, სალონიკი წარმოადგენდა აღმოსავლურ ქალაქს, მოედნის გარეშე. მისი მოწყობის ნებისმიერი მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა, რადგან მჭიდრო დასახლება არსებობის გამო, შეუძლებელი იყო ამ ადგილის დანგრევა.  ეს პრობლემა გადაჭრა 1917 წელს გაჩენილმა ხანძარმა, რის შემდეგაც 1918 წელს, ფრანგმა ერნესტ ჰებრარდმა მოამზადა  ქალაქის მოედნის პროექტი, რომელიც მხოლოდ 1950 წელს დასრულდა.

ჰერცეგ ნოვი, მონტენეგრო, ტარგ ჰერცეგ სტეპანა

ჰერცეგ ნოვი (იტალიურად კასტელნუოვო) თავისი სახელის მიუხედავად, საკმაოდ ძველი დასახლებაა. ის დაარსდა 1382 წელს მეთევზეთა სოფლის ადგილას, ბოსნიელი მეფის – სტეფან I-ს მიერ, რომლის სახელიც ჰქვია ქალაქის ცენტრალურ მოედანს. 1482 წელს ქალაქი თურქებმა დაიპყრეს და დარჩნენ აქ მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში, პერიოდულად ესპანელების თავდასხმებიც ხშირი იყო. 1687 ქალაქში მმართველობის ვენეციური, მოგვიანებით კი ავსტრო-უნგრული კანონი მოქმედებდა. ამის შემდგომ, სხვადასხვა დროს,  ჰერცეგ ნოვს მართავდნენ რუსები, ნაპოლეონი და მუსოლინი.  საბოლოოდ კი ის გახდა იუგოსლავიის ნაწილი. ქალაქის არასრული ისტორიის ნახვა, შესაძლებელია მის მოედანზე. ეს პარადოქსული მოედანია, რადგან ააგეს იტალიურ სტილში, პალმის ხეებით გარშემორტყმული ბრწყინვალე მართმადიდებლური ტაძრით შუაგულში. მოედნიდან, რომლის არაოფიციალური სახელია ბელავისტა, ჩანს ზღვა,  ოტომანური საათის კოშკი, ესპანური ციხე-სიმაგრე, კათოლიკური ეკლესიის სამრეკლო და ქალაქის ქვედა ნაწილი.

ჩესკი კრუმლოვი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ნამესტი სვორნოსტი

ნამესტი სვორნოსტი პატარა, 45 x 60 კვმ მოედანია. აქ დაჯგუფებულია  რენესანსული ფასადების მქონე სახლები, აქვე მდებარეობს ბაროკალური სვეტი. მოედანი ერთ მხარეს შემოსაზღვრულია ძველი ქალაქის მერიის შენობის თაღედით. ქალაქი, რომელსაც გერმანულად კრუმაუ ჰქვია, განვითარდა სასახლის გარშემო, რომლის შესახებაც პირველი ისტორიული წყარო გვხვდება მე-13-ე საუკუნის პოემაში. სასახლე ყოველთვის იყო მთავარი პუნქტი, ხოლო მოედანს მისი ზომებიდან გამომდინარე და მდინარე ვლტავას კალაპოტის თავისებურების  გამო ჰქონდა მეორეხარისხოვანი როლი. მიუხედავად ამისა, მოედანი რჩება ზღაპრული ატმოსფეროს მქონე დასახლების მთავარ ელემენტად, ის გაიცნო მსოფლიომ და დღეს ქალაქის მცირე ზომის მიუხედავად, მას მრავალი ტურისტი სტუმრობს.

Marktplatz from Elburg, Holland

Elburg’s square is the result of an intersection between two main arteries, and reproduces on a much smaller scale the quadrangular shape of the city. Elburg has perfect geometrical proportions, thought out in such a way that its measurements link to the golden number[MOU1] . The city, whose shape has remained unchanged, was built between 1392 and 1396, and is unusual for the Middle Ages, as all of its roads are linked both to the city’s edges and to its square, which lies exactly at the geometric centre of the quadrangle.

ლეირა, პორტუგალია პრასა, ფრანცისკო როდრიგეზ ლობო

მოედანი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლეირას მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, აქ არის კაფეები და ტერასები, სადაც ბევრი ღონისძიება ტარდება. ამ მოედნის ტროტუარი ითვლება პორტუგალიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ტროტუარად. შუასაუკუნეებში აქ იმართებოდა სეზონური ბაზრობები.

მოგარასი, ესპანეთი, პლაზა მაიორ

მოგარასი სიერა დე ფრანსიას პატარა, ისტორიული დასახლებაა. ის სალამანკას მთებშია განლაგებული. დასახლება XI საუკუნეში გასკონელებმა დააფუძნეს. სოფელს მიმზიდველობას სძენს ფლორენციო მაილოს სახლი, რომელიც მოხატულია ადგილობრივ მკვიდრთა ასეულობით პორტრეტით. ფლორენციო მაილო ადგილობრივი მხატვარია. სახლის მოხატვა მან 1960 წელს დაიწყო, როდესაც დასახლება აქაურმა მოსახლეობამ მასობრივად მიატოვა. მოგარასი გამოირჩევა იმითაც, რომ ძველი არქიტექტურული ძეგლების უმეტესობა შეინარჩუნა, რასაც ექსცენტრიული მოედანი ერთვის და ყოველივე ეს, ჯამში ზღაპრულ გარემოს წარმოქნის.

ბილბაო, ესპანეთი, პლაზა ნუევა

ეს მოედანი  ბარებით, მაღაზიებით, ტავერნებით, ტერასებით და რესტორნებით, სიცოცხლით არის სავსე. მოედანი 1821-1851 წლებში აშენდა. ის ნეოკლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი და ერთმანეთის მსგავსი, სამ-დონიანი შენობებით და კოლონადებით არის შემოსაზღვრული. ქალაქის შუასაუკუნეების მოედანთან არსებული კონტრასტის გამო, მას ახალი მოედანი ეწოდა.ფართობი 3400 მ2-ია. შენობის ფუნქციონალური სტილი და მდიდრული დეკორაციების არარსებობა განმანათლებლობის იდეებს ასახავს, რადგან მისი შექმნა XVIII საუკუნის მიწურულს დაიგეგმა, მშენებლობა კი რამდენიმე ათწლეულის შემდეგ დაიწყო. მოედნის პირველი არქიტექტორი სილვესტერ პერესი იყო. სივრცე გიგანტური, თუმცა ინტიმური სასახლის სალონის ატმოსფეროს ქმნის. ყოველ კვირას, ახალ მოედანზე ძველმანების ბაზრობა იმართება.

თბილისი, საქართველო თავისუფლების მოედანი

ქართული დამოუკიდებლობის ნამდვილმა სიმბოლომ, თავისუფლების მოედანმა პირველად  ეს სახელი 1918 წელს, პირველი ქართული დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს მიიღო. მოედანს ეს სახელი სახელი დაუბრუნდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. წმინდა გიორგის მოოქროვილი ძეგლი, რომელიც დრაკონს ამარცხებს, აქ 2006 წელს დაიდგა.

1907 წელს, მოედანზე შედგა ცნობილი ბანკის ძარცვის სცენა,  რომელიც პირადად სტალინის გეგმით და ხელმძღვანელობით ჩატარდა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ მოედნის  სახელწოდებები ზუსტად აღწერს საქართველოს გასული საუკუნეების და უახლეს ისტორიას. ოფიციალურად პირველად სახელი მოედანს 1828 წელს ეწოდა. 1829 წელს რუსეთ–ოსმალეთის ომში, რუსეთის ჯარის მიერ ერევნის ციხე–ქალაქთან გამარჯვების აღსანიშნავად ჯარის სარდალს – ი. პასკევიჩს ერევნის გრაფის წოდება მიენიჭა, ხოლო თბილისის მთავარ მოედანს მის პატივსაცემად ,,პასკევიჩ–ერევანსკი”, ან შემოკლებით ,,ერევანსკი” დაარქვეს. 1940 წელს საქართველოს დედაქალაქის მთავარ მოედანს ლავრენტი ბერიას სახელი უწოდეს. 1953 წელს ბერიას დახვრეტის შემდეგ მოედანს სახელწოდება შეუცვალეს და სწორედ მაშინ დაერქვა ვლადიმერ ლენინის სახელი. ლენინის ძეგლი ცენტრში, 1991 წლამდე იდგა.  1990 წლიდან კი მოედანმა ძველი სახელი დაიბრუნა.  –  ,,თავისუფლების მოედანი”.

ქალაქის ურბანული ქსელის დინამიკის საინტერესო ასპექტი: დასაწყისში, როდესაც აქ იყო უბრალოდ სავაჭრო გზების გადაკვეთის ადგილი, მოედნის სივრცე ცენტრში კი არ იყო გადაჭიმული, არამედ დასახლების კიდეებზე. ეს არის ქალაქის კომერციულ ზღვართა თანდათანობითი განვითარების სისტემა, რომელიც დასავლეთ ევროპის ბევრი დიდი ქალაქის მსგავსად, საბოლოოდ ხდება ცენტრი.

ჩესკი ბუდეოვიჩე, ჩეხეთის რესპუბლიკა, ნამესტი პრემისლა ოტოკარა II

მოედანი ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია  და  ბოჰემიის მეფე ოტოკარ II-ს სახელს ატარებს. მან 1256 წელს აღმოაჩინა ქალაქი, რომელსაც გერმანულად ერქვა ბუდვეისი. მოედნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში დგას XVI საუკუნეში აშენებული შავი კოშკი და წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარი. ქალაქის შესასვლელის ბაროკოს სტილის შენობა განთავსებულია მოედნის საპირისპირო მხარეს. ცენტრალური ადგილი უჭირავს სამსონის შადრევანს, ბაროკოს სტილის დახვეწილი გაფორმებით. მოედანს ავსებს 48 სახლი, ლუდის ქარხანა და მარილის ბაზრობა.

კასერესი, ესპანეთი, დიდი მოედანი

ეს ესპანეთის ყველაზე დიდი მოედანია და შუასაუკუნეების ქალაქის შესასვლელში მდებარეობს. მოედანი სათავეს XI საუკუნიდან იღებს, როდესაც ამ ადგილს დიდი ტრადიციული დღესასწაულებისთვის იყენებდნენ. შენობები სხვადასხვა ხანას განეკუთვნება. ყოველი შენობის პირველი სართულების კოლონადები VI საუკუნით თარიღდება. ჩრდილო-დასავლეთით განლაგებული ბუხაკოს კოშკი თვალწარმტაცი შენობაა და ქალაქის სიმბოლოს წარმოადგენს. ის არაბების ბატონობის დროს რომაულ საძირკვლებზე აშენდა. როგორც ჩანს, სახელწოდება ჩალის თოჯინების ადგილობრივი სახელიდან იღებს საწყისებს – (ბუხაკოს) bujacos

ბურტანგე, ნიდერლანდები, მარკტპლეინი

დღესდღეობით, ეს არის სოფელი, 133 სახლით და 300-ზე ნაკლები მოსახლეთი. თუმცა, ბურტანგე აშენდა როგორც სამხედრო ციხე 1593 წელს, ნიდერლადების რევოლუციისას, უილიამ მდუმარეს ბრძანებით. იგი ამ ფუნქციას ასრულებდა 1851 წლამდე, შემდეგ, დაკარგა თავდაცვითი ფუნქცია და აქ დასახლდნენ ხელოსნები და ფერმერები. სოფლის ძირითადი ფუნქციას წარმოადგენდა ესპანური გრონინგენის გერმანიასთან დამაკავშირებელი გზის დაცვა. ეს არის ვარსკვლავის ფორმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე ევროპაში. პენტაგონის ფორმის გეგმა, მისი არხები და საფარი შეესაბამება საწყის პროექტს. მოედანი განთავსებულია ცენტრში და შეესაბამება ციხეში განლაგებული შენობების პენტაგონურ ფორმას. მის პერიმეტრზე არის სამასწლოვანი 14 ცაცხვის ხე. მოედანზე წარმოდგენილია ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობები: კაპიტნის სახლი, მეთაურის სახლი და სკოლის ხელმძღვანელის სახლი. ამ შენობების განლაგება იერარქიულია. აქვე არის პროტესტანტული ეკლესია, რომელიც თარიღდება 1869 წლით და შესამჩნევია, რომ ის განთავსებულია მოედნის ახლოს და არა უშუალოდ მოედანზე.

ალმეიდა, პორტუგალია, პრასა დე საო ჰოაო

პორტუგალია-ესპანეთის საზღვარზე მრავალი ციხე-სიმაგრეა, რომელთა უმეტესობა პორტუგალიის მხარეს მდებარეობს. ალმეიდას ციხე 1641 წელს ვაუბანურ სტილში, აგებული ვარსკვლავის ფორმის ნაგებობაა, რომელიც პორტუგალიის ჩრდილოეთში მდებარეობს. ეს არის ციხე, სადაც თავისი ისტორიის მანძილზე, ესპანელებმა მხოლოდ ერთხელ შეაღწიეს, მოგვიანებით კი უკვე ფრანგების დახმარებით აიღეს. ციხის გეგმა არარეგულარულ ოთხკუთხედს წარმოადგენს. ის არცთუ ისე სიმეტრიულად არის განთავსებული, ვარსკვლავის მოხაზულობაც არაა იდეალური, თუმცა, მისი, როგორც ცენტრის როლი აშკარაა.

კოიმბრა, პორტუგალია, 8 მაისის მოედანი

კოიმბრა ცნობილია თავისი უნივერსიტეტით. მონუმენტური მოედნები განლაგებულია უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ქალაქი ფლობს საიუველირო ნაწარმს, მოკრძალებული რაოდენობით, მაგრამ დაბალანსებული პროპორციებით, რაც ისტორიული მნიშვნელობისაა. 8 მაისის მოედანი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, სანტა კრუზის მონასტრის წინ. მისგან მოშორებით ქალაქის საბჭოს ნახავთ. მანუელის ეკლესიის ფასადი გამოირჩევა თავისი ბრწყინვალებით, იქ დაკრძალულია პორტუგალიის პირველი ორი მეფე. შენობების დანარჩენი სამი მხარე ისეთივე თვალსაჩინოა, როგორც ცენტრალური შადრევანი. ამაში თავისი წვლილი შეიტანა მოედნის თანამედროვე რეკონსტრუქციამაც.