ნამესტი სვორნოსტი პატარა, 45 x 60 კვმ მოედანია. აქ დაჯგუფებულია რენესანსული ფასადების მქონე სახლები, აქვე მდებარეობს ბაროკალური სვეტი. მოედანი ერთ მხარეს შემოსაზღვრულია ძველი ქალაქის მერიის შენობის თაღედით. ქალაქი, რომელსაც გერმანულად კრუმაუ ჰქვია, განვითარდა სასახლის გარშემო, რომლის შესახებაც პირველი ისტორიული წყარო გვხვდება მე-13-ე საუკუნის პოემაში. სასახლე ყოველთვის იყო მთავარი პუნქტი, ხოლო მოედანს მისი ზომებიდან გამომდინარე და მდინარე ვლტავას კალაპოტის თავისებურების გამო ჰქონდა მეორეხარისხოვანი როლი. მიუხედავად ამისა, მოედანი რჩება ზღაპრული ატმოსფეროს მქონე დასახლების მთავარ ელემენტად, ის გაიცნო მსოფლიომ და დღეს ქალაქის მცირე ზომის მიუხედავად, მას მრავალი ტურისტი სტუმრობს.
Elburg’s square is the result of an intersection between two main arteries, and reproduces on a much smaller scale the quadrangular shape of the city. Elburg has perfect geometrical proportions, thought out in such a way that its measurements link to the golden number[MOU1] . The city, whose shape has remained unchanged, was built between 1392 and 1396, and is unusual for the Middle Ages, as all of its roads are linked both to the city’s edges and to its square, which lies exactly at the geometric centre of the quadrangle.
მოედანი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლეირას მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, აქ არის კაფეები და ტერასები, სადაც ბევრი ღონისძიება ტარდება. ამ მოედნის ტროტუარი ითვლება პორტუგალიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ტროტუარად. შუასაუკუნეებში აქ იმართებოდა სეზონური ბაზრობები.
მოგარასი სიერა დე ფრანსიას პატარა, ისტორიული დასახლებაა. ის სალამანკას მთებშია განლაგებული. დასახლება XI საუკუნეში გასკონელებმა დააფუძნეს. სოფელს მიმზიდველობას სძენს ფლორენციო მაილოს სახლი, რომელიც მოხატულია ადგილობრივ მკვიდრთა ასეულობით პორტრეტით. ფლორენციო მაილო ადგილობრივი მხატვარია. სახლის მოხატვა მან 1960 წელს დაიწყო, როდესაც დასახლება აქაურმა მოსახლეობამ მასობრივად მიატოვა. მოგარასი გამოირჩევა იმითაც, რომ ძველი არქიტექტურული ძეგლების უმეტესობა შეინარჩუნა, რასაც ექსცენტრიული მოედანი ერთვის და ყოველივე ეს, ჯამში ზღაპრულ გარემოს წარმოქნის.
ქართული დამოუკიდებლობის ნამდვილმა სიმბოლომ, თავისუფლების მოედანმა პირველად ეს სახელი 1918 წელს, პირველი ქართული დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს მიიღო. მოედანს ეს სახელი სახელი დაუბრუნდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. წმინდა გიორგის მოოქროვილი ძეგლი, რომელიც დრაკონს ამარცხებს, აქ 2006 წელს დაიდგა.
1907 წელს, მოედანზე შედგა ცნობილი ბანკის ძარცვის სცენა, რომელიც პირადად სტალინის გეგმით და ხელმძღვანელობით ჩატარდა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ მოედნის სახელწოდებები ზუსტად აღწერს საქართველოს გასული საუკუნეების და უახლეს ისტორიას. ოფიციალურად პირველად სახელი მოედანს 1828 წელს ეწოდა. 1829 წელს რუსეთ–ოსმალეთის ომში, რუსეთის ჯარის მიერ ერევნის ციხე–ქალაქთან გამარჯვების აღსანიშნავად ჯარის სარდალს – ი. პასკევიჩს ერევნის გრაფის წოდება მიენიჭა, ხოლო თბილისის მთავარ მოედანს მის პატივსაცემად ,,პასკევიჩ–ერევანსკი”, ან შემოკლებით ,,ერევანსკი” დაარქვეს. 1940 წელს საქართველოს დედაქალაქის მთავარ მოედანს ლავრენტი ბერიას სახელი უწოდეს. 1953 წელს ბერიას დახვრეტის შემდეგ მოედანს სახელწოდება შეუცვალეს და სწორედ მაშინ დაერქვა ვლადიმერ ლენინის სახელი. ლენინის ძეგლი ცენტრში, 1991 წლამდე იდგა. 1990 წლიდან კი მოედანმა ძველი სახელი დაიბრუნა. – ,,თავისუფლების მოედანი”.
ქალაქის ურბანული ქსელის დინამიკის საინტერესო ასპექტი: დასაწყისში, როდესაც აქ იყო უბრალოდ სავაჭრო გზების გადაკვეთის ადგილი, მოედნის სივრცე ცენტრში კი არ იყო გადაჭიმული, არამედ დასახლების კიდეებზე. ეს არის ქალაქის კომერციულ ზღვართა თანდათანობითი განვითარების სისტემა, რომელიც დასავლეთ ევროპის ბევრი დიდი ქალაქის მსგავსად, საბოლოოდ ხდება ცენტრი.
მოედანი ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია და ბოჰემიის მეფე ოტოკარ II-ს სახელს ატარებს. მან 1256 წელს აღმოაჩინა ქალაქი, რომელსაც გერმანულად ერქვა ბუდვეისი. მოედნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში დგას XVI საუკუნეში აშენებული შავი კოშკი და წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარი. ქალაქის შესასვლელის ბაროკოს სტილის შენობა განთავსებულია მოედნის საპირისპირო მხარეს. ცენტრალური ადგილი უჭირავს სამსონის შადრევანს, ბაროკოს სტილის დახვეწილი გაფორმებით. მოედანს ავსებს 48 სახლი, ლუდის ქარხანა და მარილის ბაზრობა.
ერთერთი ლეგენდის თანახმად, ყოველთვის, როდესაც პინდუსის მთებში სოფლის აშენებას დააპირებდნენ, მოხეტიალე მწყემსები მოდიოდნენ და რგავდნენ ხეს. თუ ხე – რომელსაც ისინი წელიწადში ორჯერ მაინც ჩაუვლიდნენ ნახირთან ერთად – კარგად გაიზრდებოდა, ისინი აქ დასახლებას გააშენებდნენ, რომლის შუაგულშიც იქნებოდა ხე. თითოეულ არომანულ დასახლებას პინდუსის მთებში აქვს მოედანი მის ცენტრში მდგარი უძველესი ხით. ადგილობრივები მოედანს ეძახიან პლატეიას, პლატიას, მიშორი ან მესოჰორი. მოედანზე არის მოსახლეობისთვის საჭირო ყველა სახის შენობა: ეკლესია, სკოლა, შადრევანი, კაფეები. ეს არის სივრცულ-არქიტექტურული მაგრამ უპირველეს ყოვლისა სოციალურ-ანთროპოლოგიური გადაწყვეტა, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ტარდება მოსახლეობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ეს არის მოედნები, რომლებიც კი არ უნდა ნახო, არამედ მოედნები, სადაც უნდა ნახო ის, რაც აქ ხდება. მათი ძირითადი დანიშნულება არის სოციალური და არა ესთეტიური: ის რაც აქ ხდება, არის ერთი ამბავი აქ მცხოვრები მოსახლეობის შესახებ.
ეს ესპანეთის ყველაზე დიდი მოედანია და შუასაუკუნეების ქალაქის შესასვლელში მდებარეობს. მოედანი სათავეს XI საუკუნიდან იღებს, როდესაც ამ ადგილს დიდი ტრადიციული დღესასწაულებისთვის იყენებდნენ. შენობები სხვადასხვა ხანას განეკუთვნება. ყოველი შენობის პირველი სართულების კოლონადები VI საუკუნით თარიღდება. ჩრდილო-დასავლეთით განლაგებული ბუხაკოს კოშკი თვალწარმტაცი შენობაა და ქალაქის სიმბოლოს წარმოადგენს. ის არაბების ბატონობის დროს რომაულ საძირკვლებზე აშენდა. როგორც ჩანს, სახელწოდება ჩალის თოჯინების ადგილობრივი სახელიდან იღებს საწყისებს – (ბუხაკოს) bujacos.
ევროპის ქალაქებში, მოედანი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. ყველა მთავარ გზას მოედნისკენ მივყავართ და სწორედ იქ ვპოულობთ ყველაზე მნიშვნელოვან შენობებს და ქანდაკებებს. ევროპის ქალაქების მოედანი არის ისტორიული, არქიტექტურული, კულტურული და სოციალური კომპონენტების შეჯამება. მოედანი მკაფიოდ და ხშირად ერთდროულად გვიჩვენებს ადამიანთა მრავალ ფენას და სოციალურ ცხოვრებას. ამის გათვალისწინებით მოედანი პრივილეგირებული სივრცეა. იმისთვის ვინც იცის როგორც წაიკითხოს მოედნები გავს გრაგნილს, რომელიც გვიამბობს წინანდელი დასახლებების ისტორიებსა და ცხოვრებაზე.
ევროპული მოედნების ისტორიას შეიძლება მივყვეთ ისტორიულ ძირამდე ბერძნულ ანტიკურ ხანამდე, სადაც პლატეია და აგორა გამოჩნდნენ. ურბანული მოედანი დამახასიათებელია ევროპისთვის, რადგან ასეთი განგრძობითობა არაა დამახასიათებელი სხვა კულტურებისთვის, მაშინაც კი, თუ მათთანაც გვხვდება მოედნები, ზოგიერთ მათგანი ძალიან დიდი ზომისაც კი. ევროპა შექმნა მოედნები და შეიმუშავა იგი არქიტექტურული ფორმით, გაიტანა ექსპორტზე მთელს მსოფლიოში, ძირითადად კოლონიური პერიოდის განმავლობაში.
პორეე, ხორვატია
თავდაპირველად ბერძნულ პოლისში მთავარი გზა გაფართოვდა, მოედანმა დაიწყო ზრდა და დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი და რელიგიური ფუნქციები შეემატა. ბერძნებისგან მოედნის კულტურა რომაელმა არქიტექტორებმა გადაიღეს, სადაც ფორუმი სივრცის დაგეგმვისას არსებით აუცილებლობას წარმოადგენდა.
რომაული იმპერიის დაცემის შემდეგ, ურბანული ცხოვრება ევროპაში დაბრუნდა 900 წელს, როდესაც ბევრი შუა საუკუნეების ქალაქები ძველ რომაულ დასახლებებზე გაშენდა, მათი გეგმების დაცვით, ფორუმი ცენტრალურ მოედნად გადაიქცა, როგორც ეს შეიძლება აღმოაჩინოთ ზადარში ან პორეჩში, დალმატიანის სანაპიროზე, ხორვატიაში.
ობიდოსი, პორტუგალია
ნებისმიერი შუასაუკუნეების ქალაქი, როდესაც ფოტოებს დრონით ვიღებთ, საშუალებას იძლევა დავინახოთ ფუნდამენტური დაპირისპირება ზღვარსა და ცენტრს შორის, რადგანაც შუასაუკუნეების ქალაქები ყოველთვის გარშემორტყმულია კედლებით. ზოგიერთი, მაგალითად ობიდოსი პორტუგალიაში, დღემდე ინახავს ამ საფორტიფიკაციო ნაგებობას. კვადრატი ფართო სივრცეა, რომელიც მოცულობით დაპირისპირებაშია ვიწრო და გრაგნილ ქალაქის ქუჩებთან. შუასაუკუნეების მოედანში თითქმის ყოველთვის გვხვდება საკათედრო ტაძარი და შადრევანი. მცირე ქალაქებში შადრევნის როლი უფრო ფუნქციურიცაა. უფრო დიდ ქალაქებში, მისი როლი მხოლოდ ესთეტიკურია, რადგან შადრევნის არსებობა უკავშირდება ტრადიციას და რიტუალს.
კედლების არსებობას მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა დასავლეთ ევროპის ქალაქებისთვის. პირველ რიგში, შეზღუდული სივრცე იმას ნიშნავდა, რომ საუკუნეების მანძილზე მოსახლეობის რაოდენობა კედლებს შიგნით მუდმივად უცვლელი რჩებოდა. როდესაც მოსახლეობა გაიზარდა, ახალი ქალაქების აშენება არჩიეს გაძლიერებული გამაგრებული ცენტრის გაფართოებას, სწორედ ამის გამო შეიქმნა ამდენი ახალი დასახლება შუა საუკუნეებში. მშენებლობა ყოველთვის იწყებოდა ცენტრით, მოედანი იყო პირველი ადგილი რომელიც იგეგმებოდა. კედლების მეორე მნიშვნელოვანი შედეგი იყო ის, რომ ცენტრი ყოველთვის უცვლელი რჩებოდა. ამ საზოგადოებებში მოედანი არსებითად იყო გეომეტრიული ცენტრი. ეს იყო ყველაზე დაცული სივრცე, ბოლო წერტილი რომელსაც მტერი მიაღწევდა. მხოლოდ რამდენიმე კარიბჭით იყო ქალაქებში შესვლა შესაძლებელი. ავტომატურად, ყველა შესასვლელი გზა ცენტრალური მოედნისკენ მიდიოდა. როგორც ჰაერიდან ჩანს, მოედანი იყო შუა საუკუნეების ქალაქის ცენტრი. კედლები ვიზუალურად კვეთს, საკმაოდ მკაფიოდ, განცალკევებას ცენტრსა და პერიფერიას შორის. შედეგად ვიღებთ კიდევ ერთ ევოლუციურ შედეგს: როდესაც თანამედროვეობის აღმასვლისას კედლების ნგრევა იწყებოდა, დასახლებულმა პუნქტებმა ცენტრულად დაიწყო განვითარება, და არა სწორხაზოვნად, რამაც მეტი სივრცე შემატა მანამდე არსებულ შენობებს, შენობებს რომლებიც ევროპულ ქალაქებში დღესაც გვხვდება.
ვალლადოლიდ , ესპანეთი
რენესანსული დროის ევროპამ ეს შუა საუკუნეების ქალაქები მემკვიდრეობით მიიღო. თუმცა, ევროპას აღარ უყვარდა და სურდა ისინი სრულიად განსხვავებულნი ყოფილიყვნენ: გარკვეულწილად, ევროპამ წარმოიდგინა განსხვავებული ურბანული სამყარო. თუმცა რენესანსის ეპოქა არ არის ცნობილი რეალური ქალაქების დაარსებით, არამედ ფიქტიურის. როდესაც თეორია პრაქტიკას უთმობდა გზას ჩვეულებრივ, ეს უბედურებას იწვევდა. 1561 წლის 21 სექტემბერს დიდმა ცეცხლმა შთანთქა ქალაქი ვალიადოლიდი. ქალაქის კატასტროფა ურბანიზმისთვის ნამდვილი კურთხევა იყო. ცარიელი სივრცეში, ბრწყინვალე მთავარი მოედანი აშენდა, ჯერაც ერთ-ერთი უდიდესი მოედანი ესპანეთში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პირველი რეგულარული მოედანი ევროპაში, იგი შედარებით უცნობია. მისი სიმეტრიის და გეგმის დანახვა მკაფიოდ შეიძლებოდა ზემოდან.
სალამანკა, ესპანეთი
ვალიადოლიდში მდებარე სკვერის არქიტექტურული და ურბანული ნიმუშის გამოყენებით ბევრი სხვა მოედანი შეიქმნა და 1729 წელს სრულყოფილებას მიაღწია, სალამანკას მთავარი მოედნის სახით, მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი მოედანი. საჰაერო ფოტო გვიჩვენებს, რომ ამ მოედნის პერიმეტრი რეალურად არ არის სკვერი, არამედ ტრაპეიდი. ნორმალური ხედვით, მოედანი ნებისმიერი ფეხით მოსიარულის მიერ აღიქმება როგორც სრულყოფილად პარალელური და თანაბარი მხარეებით: დახვეწილი ოპტიკური ილუზია, რომელიც ყურადღებითაა გაანგარიშებული აღქმის გასაღრმავებლად და უპირისპირდება არქიტექტორისთვის დარჩენილ შედარებით მცირე სივრცეს.
მე -16 საუკუნეში ქალაქებს ჯერ კიდევ ჰქონდა გამაგრებული ციხეები, მაგრამ ისინი სხვაგვარად იყვნენ დაგეგმარებულნი. ქალაქის დაგეგმვის მისია სულ უფრო მეტად გადავიდა არქიტექტორისგან ინჟინერზე. მე-17 საუკუნეში დაწყებული ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი ვაუბანთან ასოცირდება. ფორტიფიკაციის ეს გვთავაზობდა მასიური ციხე-სიმაგრეების კედლებში დიდი რაოდენობით ჯარისკაცების განთავსებას. ვარსკვლავი ფორმის ციხე-სიმაგრეები სწრაფად გამოჩნდა მთელს ევროპაში, ნაარდენი და ბურტანჟიდან ჰოლანდიაში, ალმეიდამდე პორტუგალიაში, ან ალბა კაროლინამდე, რუმინეთში.
ამ სამხედრო დასახლებებს აქვთ სრულყოფილი სტრუქტურა, სწორი და უცვლელი ქუჩებით, რომელსაც ყოველთვის მივყავართ ქალაქის ცენტრში მდებარე დიდი მოედნისკენ. მიწიდან დანახული, ციხე-სიმაგრის სილამაზის აღქმა შესაძლებელია მხოლოდ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენობები როგორც წესი პირქუშია. თუმცა, ისინი ევროპულ დასახლებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზებია, როდესაც ჰაერიდან ვიღებთ სურათს, ვარსკვლავები დედამიწაზე. არსად არ გვხვდება მოედნის მნიშვნელობა, როგორც ცენტრალური სივრცის, უფრო ნათლად, ვიდრე მათი შემთხვევაში.
ნაარდენი, ნიდერლანდები
მე-18 საუკუნის შუა ნაწილის და მე-19 საუკუნეების შემდეგ ქალაქებმა თავიანთ თავი თავიდან გამოიგონეს, და მათში უკეთ იყო ასახული სამხედრო, ტექნოლოგიური და პოლიტიკური ცვლილებები. ურბანული საზოგადოებების თვითმმართველობა მყისიერად დაიმსხვრა, მონარქების ავტოკრატიის ქვეშ კი საბოლოოდ დაინგრა. მეფეებმა ქალაქებში ჯარისკაცები შემოიყვანეს და თავიანთი აღლუმების სწრაფად და სწორად ორგანიზების მიზნით, ჯარისკაცებს სწორი ქუჩები სჭირდებოდათ. ამგვარად, ურბანული საზოგადოებების თვითმმართველობა თანდათან დაკნინდა. არისტოკრატები უფრო ხშირად საზაფხულო სასახლეებში ცხოვრობდნენ, მაგრამ სურვილიდან გამომდინარე ყოფილიყვნენ მმართველი ცენტრთან ახლოს, მათ ააშენეს რეზიდენციები ქალაქში. დროთა განმავლობაში ეს ურბანული რეზიდენციები მათ საცხოვრებელ სახლებად გადაიქცა. უეცრად, უამრავი დაინტერესებული გამოჩნდა თუ როგორ გამოიყურებოდა მათი ქალაქები.
შედეგი? ქალაქების დაგეგმარება რადიკალურად შეიცვალა. თუ უძველესი შუასაუკუნეების დასახლებები ასახავდა მთელი საზოგადოების მოთხოვნილებებს, ახლა, ქალაქები შეიცვალა, რათა უფრო შესაბამისი ყოფილიყო არისტოკრატების გემოვნებასთან. ურბანული ესთეტიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები განიცადა. როდესაც ქუჩები სწორია, პერსპექტივა უფრო გახსნილია და ხალხი უფრო შორს, პირველი მოსახვევის მიღმა იწყებს ხედვას. აქედან პანორამის თეორიამდე პატარა ნაბიჯია. კლასიკური ანტიკური დროისთვის უცნობი პანორამა, მოითხოვს ბევრად უფრო რთული ურბანული ხედვას: ძეგლები და ქანდაკებები არ უნდა იყოს დანახული მხოლოდ ახლოდან. სინამდვილეში, ისინი ხშირად გვხვდებიან გრძელი და სწორი ქუჩების ბოლოს, რომელიც საშუალებას იძლევა მოედანი დიდი მანძილიდან დაინახოთ.
ლისაბონი, პორტუგალია
რაც ადრე იყო შანსის ეფექტი გადაიქცა რაღაც შესწავლის ღრსად. ტრიუმფალური თაღები, სამახსოვრო სვეტები, აშენდა ქანდაკებები ისე, რომ შორიდან დანახვისას ლამაზი გამოჩენილიყო. ამის შემდეგ ლოგიკური ნაბიჯი იყო განვითარება, ქალაქებში საზეიმო კვეთებამდე, რომლებიც მოედნებს აკავშირებდნენ. ზემოდან ჩანს, 1755 წლის 1 ნოემბრის მიწისძვრის შემდეგ, მარკიზ პომბალის ხელმძღვანელობით განხორციელებულ ტრანსფორმაცია ლისაბონში. ლისაბონის მოედნები ნამდვილ სისტემას წარმოადგენენ. ფართო, ბულვარები აკავშირებენ სავაჭრო მოედანს როსიოსთან, როსიო დეფიგუერასთან, მარტიმ მონიზთან და რესტარადორესთან, რესტარადორესს პრაკა დო მარკეს დე პომბალთან, თითოეულის ცენტრში კი შტამბეჭდავი ქანდაკებაა.
დღესდღეობით, ეს არის სოფელი, 133 სახლით და 300-ზე ნაკლები მოსახლეთი. თუმცა, ბურტანგე აშენდა როგორც სამხედრო ციხე 1593 წელს, ნიდერლადების რევოლუციისას, უილიამ მდუმარეს ბრძანებით. იგი ამ ფუნქციას ასრულებდა 1851 წლამდე, შემდეგ, დაკარგა თავდაცვითი ფუნქცია და აქ დასახლდნენ ხელოსნები და ფერმერები. სოფლის ძირითადი ფუნქციას წარმოადგენდა ესპანური გრონინგენის გერმანიასთან დამაკავშირებელი გზის დაცვა. ეს არის ვარსკვლავის ფორმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე ევროპაში. პენტაგონის ფორმის გეგმა, მისი არხები და საფარი შეესაბამება საწყის პროექტს. მოედანი განთავსებულია ცენტრში და შეესაბამება ციხეში განლაგებული შენობების პენტაგონურ ფორმას. მის პერიმეტრზე არის სამასწლოვანი 14 ცაცხვის ხე. მოედანზე წარმოდგენილია ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობები: კაპიტნის სახლი, მეთაურის სახლი და სკოლის ხელმძღვანელის სახლი. ამ შენობების განლაგება იერარქიულია. აქვე არის პროტესტანტული ეკლესია, რომელიც თარიღდება 1869 წლით და შესამჩნევია, რომ ის განთავსებულია მოედნის ახლოს და არა უშუალოდ მოედანზე.
პორტუგალია-ესპანეთის საზღვარზე მრავალი ციხე-სიმაგრეა, რომელთა უმეტესობა პორტუგალიის მხარეს მდებარეობს. ალმეიდას ციხე 1641 წელს ვაუბანურ სტილში, აგებული ვარსკვლავის ფორმის ნაგებობაა, რომელიც პორტუგალიის ჩრდილოეთში მდებარეობს. ეს არის ციხე, სადაც თავისი ისტორიის მანძილზე, ესპანელებმა მხოლოდ ერთხელ შეაღწიეს, მოგვიანებით კი უკვე ფრანგების დახმარებით აიღეს. ციხის გეგმა არარეგულარულ ოთხკუთხედს წარმოადგენს. ის არცთუ ისე სიმეტრიულად არის განთავსებული, ვარსკვლავის მოხაზულობაც არაა იდეალური, თუმცა, მისი, როგორც ცენტრის როლი აშკარაა.
კოიმბრა ცნობილია თავისი უნივერსიტეტით. მონუმენტური მოედნები განლაგებულია უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ქალაქი ფლობს საიუველირო ნაწარმს, მოკრძალებული რაოდენობით, მაგრამ დაბალანსებული პროპორციებით, რაც ისტორიული მნიშვნელობისაა. 8 მაისის მოედანი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, სანტა კრუზის მონასტრის წინ. მისგან მოშორებით ქალაქის საბჭოს ნახავთ. მანუელის ეკლესიის ფასადი გამოირჩევა თავისი ბრწყინვალებით, იქ დაკრძალულია პორტუგალიის პირველი ორი მეფე. შენობების დანარჩენი სამი მხარე ისეთივე თვალსაჩინოა, როგორც ცენტრალური შადრევანი. ამაში თავისი წვლილი შეიტანა მოედნის თანამედროვე რეკონსტრუქციამაც.
პრასა დე კომერჩიოსგან პატარა მანძილის დაშორებით განთავსებულია მუნიციპალური მოედანი, რომელზეც არის სამი მნიშვნელოვანი შენობა: მუნიციპალიტეტი, სააპელაციო სასამართლო და საზღვაო არსენალი. ეს არის პატარა, წყნარი მოედანი, პრასა დე კომერჩიოსგან განსხვავებული რითმებით. პრასა დე მუნიჩიპიო არის საქსოვი ფაბრიკის ნაწილი, რომლის რეკონსტრუქცია მოხდა მარკიზ პომბალის ხელმძღვანელობით. ეს ისტორიული დეტალი საკმარისია იმის ასახსნელად, რომ ისინი გაგებულ უნდა იქნას როგორც კონტრაპუნქტები, ეს არის ფართო, ურთიერთდაკავშირებული მოედნების სისტემა.