ალმეიდა, პორტუგალია, პრასა დე საო ჰოაო

პორტუგალია-ესპანეთის საზღვარზე მრავალი ციხე-სიმაგრეა, რომელთა უმეტესობა პორტუგალიის მხარეს მდებარეობს. ალმეიდას ციხე 1641 წელს ვაუბანურ სტილში, აგებული ვარსკვლავის ფორმის ნაგებობაა, რომელიც პორტუგალიის ჩრდილოეთში მდებარეობს. ეს არის ციხე, სადაც თავისი ისტორიის მანძილზე, ესპანელებმა მხოლოდ ერთხელ შეაღწიეს, მოგვიანებით კი უკვე ფრანგების დახმარებით აიღეს. ციხის გეგმა არარეგულარულ ოთხკუთხედს წარმოადგენს. ის არცთუ ისე სიმეტრიულად არის განთავსებული, ვარსკვლავის მოხაზულობაც არაა იდეალური, თუმცა, მისი, როგორც ცენტრის როლი აშკარაა.

კოიმბრა, პორტუგალია, 8 მაისის მოედანი

კოიმბრა ცნობილია თავისი უნივერსიტეტით. მონუმენტური მოედნები განლაგებულია უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ქალაქი ფლობს საიუველირო ნაწარმს, მოკრძალებული რაოდენობით, მაგრამ დაბალანსებული პროპორციებით, რაც ისტორიული მნიშვნელობისაა. 8 მაისის მოედანი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, სანტა კრუზის მონასტრის წინ. მისგან მოშორებით ქალაქის საბჭოს ნახავთ. მანუელის ეკლესიის ფასადი გამოირჩევა თავისი ბრწყინვალებით, იქ დაკრძალულია პორტუგალიის პირველი ორი მეფე. შენობების დანარჩენი სამი მხარე ისეთივე თვალსაჩინოა, როგორც ცენტრალური შადრევანი. ამაში თავისი წვლილი შეიტანა მოედნის თანამედროვე რეკონსტრუქციამაც.

 

ლისაბონი, პორტუგალია, პრასა დე მუნიჩიპიო

პრასა დე კომერჩიოსგან პატარა მანძილის დაშორებით განთავსებულია მუნიციპალური მოედანი, რომელზეც არის სამი მნიშვნელოვანი შენობა: მუნიციპალიტეტი, სააპელაციო სასამართლო და საზღვაო არსენალი. ეს არის პატარა, წყნარი მოედანი, პრასა დე კომერჩიოსგან განსხვავებული რითმებით. პრასა დე მუნიჩიპიო არის საქსოვი ფაბრიკის ნაწილი, რომლის რეკონსტრუქცია მოხდა მარკიზ პომბალის ხელმძღვანელობით. ეს ისტორიული დეტალი საკმარისია იმის ასახსნელად, რომ ისინი გაგებულ უნდა იქნას როგორც კონტრაპუნქტები, ეს არის ფართო, ურთიერთდაკავშირებული მოედნების სისტემა.

 

სალამანკა, ესპანეთი, პლაზა მაიორ

ამ მოედნის მშენებლობა დაიწყო 1729 წელს, ფილიპ V-ს ბრძანებით, მოედანი დასაწყისში გათვლილი იყო ხარების ბრძოლებისათვის. დღესდღეობით, ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოედნად ესპანეთსა და მთელს ევროპაში. სივრცეს აქვს პარადოქსული ოპტიკური ილუზია. მიწიდან დონიდან ის იდეალურ კვადრატად აღიქმება, თუმცა აეროფოტოში ჩანს, რომ არარეგულარული ფორმა აქვს. შენობათა ბაროკოს სტილის ფასადები, გარს ერტყმიან და განსაზღვრავენ მოედნის პერიმეტრს. ფასადები ერთი შეხედვით თითქოს იდეალური პროპორციით ხასიათდება. თუმცა, სინამდვილეში, არცერთი მათგანი არ არის ერთი და იგივე სიმაღლის. სალამანკას ამ მოედნის შესახებ ბევრი წიგნი დაწერილა, ის ითვლება ესპანური მოედნების სრულყოფილ მოდელად.

სტამბული, თურქეთი, სულთანაჰმედის მოედანი

მოედნის სივრცე აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეყრის იდუმალებით ხასიათდება. ეს არის არა ერთი, არამედ ორი მოედანი ერთი სახელით. აია სოფიასა და სულთან აჰმედის მეჩეთს შორის არსებული სივრცე ცნობილია ლურჯი მეჩეთის სახელწოდებით, სადაც წარმოდგენილია მოედანი შადრევნით. მას ხშირად აია სოფიას მოედანსაც უწოდებენ, თუმცა ოფიციალური სახელწოდებაა სულთან აჰმედის მოედანი. იქვე წარმოდგენილია ბაზარი – ბოსტანი, რომელიც იმართებოდა ავგუსტუსის რომაული ფორუმის დროს. პარადოქსია, მაგრამ, გრძელი მოედანი ლურჯი მეჩეთიდან ისლამური ხელოვნების მუზეუმამდე სულთან აჰმედის სახელს ატარებს, თუმცა, ის არა პარკი, არამედ მიმდებარე მოედანია. არ არსებობს მსოფლიოში ადგილი, რომელიც ამხელა ისტორიას აერთიანებდეს. თეოდორე დიდის ობელისკი ფაქტობრივად ეგვიპტურია და აქ ჩამოიტანეს 390 წელს ლუქსორიდან. ის  ასუანში ძვ.წ 1490 წელს, ეგვიპტელი ფარაონი თუტმოს III-თვის გამოაქანდაკეს. სერპანტინის სვეტი ჩამოიტანეს 324 წელს ქალაქ დელფოში აპოლონის ტაძარში, სადაც ბერძნების სპარსელებზე გამარჯვებას ზეიმობდნენ. ჩამოასხეს სპარსელების იარაღის შენადნობიდან და გამოაქანდაკეს ბერძნებმა. ის ახლა 2500 წლისაა. მეორე ქანდაკება შეიქმნა X საუკუნეში კონსტანტინე VII-ის მიერ. ასევე უნდა დავამატოთ კეისარ ვილჰელმ II-ის ვიზიტის აღსანიშნავად, 1900 წელს შექმნილი „გერმანული შადრევანი“. აღსანიშნავია არტნუვოს ფასადი, შენობის აღმოსავლური მახასიათებლებით, რომელიც ამჟამად მარმარას უნივერსიტეტის რექტორატს მასპინძლობს. ლურჯი მეჩეთი და აია სოფია მოედნის ერთ მხარეს განსაზღვრავენ. მოპირდაპირე მხარეს კი მდებარეობს ისლამური ხელოვნების მუზეუმი, რომელიც იბრაჰიმ ფაშას სასახლეშია განთავსებული. იბრაჰიმ ფაშა სულეიმან დიდის ვეზირი იყო. აღმოსავლეთ რომის იმპერიის ნულოვანი კილომეტრი მონიშნული იყო მარმარილოს სვეტით, რომელიც ისევ მოსჩანს მოედნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში. და ეს კიდევ ყველაფერი არ არის. მოედანი ფაქტიურად, რომაული იპოდრომის არენას წარმოადგენს.

როვინჯი, ხორვატია, წმ. უეფემიის მოედანი, გ. მატეოტის მოედანი

ქალაქის ისტორია უკავშირდება ვენეციას, თუმცა როვინჯი აშენდა უფრო ადრე, VIII საუკუნის დასაწყისში კუნძულზე, რომელიც ხმელეთისგან გამოყოფილია ვიწრო არხით. მოგვიანებით, 1763 წელს, ვენეციელთა მმართველობის დასასრულს, დასახლების ვიწრო უბეში ლამის დაგროვების შედეგად, ქალაქი უერთდება კონტინენტს. სინონიკიზმის კლასიკური პროცესის შედეგად, ძველი არხის ადგილას ჩამოყალიბებას იწყებს ბაზრების ახალი სისტემა. მათი რაოდენობა შეადგენს ოთხს და მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია გ. მატეოტის მოედანი. ნაგებობების უმეტესობა XIX საუკუნით თარიღდება, თუმცა, მათი წარსული დაკავშირებულია ვენეციასთან. მერიის კვარცხლბეკზე ვენეციის მსგავსი წმინდა მარკოზის ლომის ქანდაკებაც კი დგას. ქალაქის ძირითადი მოედანია წმ. ეუფემიის მოედანი, რომელიც გორაკის უმაღლეს წერტილზე მდებარეობს. ის სამი მხრიდან გადაჰყურებს ზღვას. აღსანიშნავია წმინდა ეფემიას ქანდაკების 60 მ სიმაღლის ბაზილიკის სამრეკლო, რომელიც ნიავის დროს მოძრაობს.

პირანი, სლოვენია, ტანრიტინის მოედანი

ეშმაკის ტრელის ავტორი, ჯუზეპე ტარტინი ამ ქალაქში დაიბადა. პირანის იმ დროს პირანო ეწოდებოდა და ვენეციის რესპუბლიკის ნაწილს წარმოადგენდა. მოედანი კომპოზიტორის სახელს ატარებს, ხოლო მისი დაბადების ადგილი მოედნის კუთხეშია განთავსებული იმ განსხვავებით, რომ ადრე აქაურობა ცოტა სხვაგვარად გამოიყურებოდა. თავდაპირველად აქაურობა არა მოედანი, არამედ ადრიატიკის ზღვაში მოთევზავე ხომალდების და ნავების გადმოსატვირთი ნავმისადგომი იყო. დროთა განმავლობაში, ბურჯების მახლობლად ლამაზი სასახლეები და ადმინისტრაციული შენობები წამოიჭიმა. ადგილის მნიშვნელობის მატებასთან ერთად, მმართველმა ორგანოებმა 1894 წელს ადგილის დამიწება და მოედნის მშენებლობა გადაწყვიტეს. ორი წლის შემდეგ, მოედანზე ტარტინის ძეგლი აღიმართა, რომელიც მოედნის ცენტრად მიიჩნევა; გარდა ამისა, მოედანს წმ. გიორგის ეკლესია გადმოჰყურებს, რომლის სამრეკლოც ვენეციის სამრეკლოს იდენტურია. სივრცე ჰარმონიული და სიცოცხლით სავსეა და ფორმის და პროპორციის ჩამოყალიბებული ბალანსით გამოირჩევა.

 

DCIM100MEDIADJI_0032.JPG

ლუბლიანა, სლოვენია, პრესერნოვ ტარგ, მესტნი ტარგ

პრესერნოვ ტარგი იყო უბრალო გზაჯვარედინი შუასაუკუნეების ქალაქის შესასვლელთან, სადაც 1646 წელს აშენდა ფრანცისკანული მონასტერი, რომელმაც დღემდე მოაღწია. მე-19-ე საუკუნეში დაიგო ტროტუარი, რის შემდეგაც ის დაემსგავსა ურბანულ მოედანს. იგივე საუკუნის დასასრულს მოედანმა განიცადა რადიკალური ცვლილებები,  რადგან 1895 წლის მიწიძვრის შემდეგ, ძველი სახლები ჩანაცვლდა ნეოკლასიკური სახლებით და მოგვიანებით, სეცესიური სტილის შენობებით. 1980 წელს, სლოვენიელმა არქიტექტორმა ედვარდ რავნიკარმა შექმნა ტროტუარის წრიული დიზაინი, რამაც მოედანს განსაკუთრებულ ხიბლი მიანიჭა: მზე, გრანიტის ფონზე, მაკედონიური პრილიპის მარმარილოს სხივებით. სამმაგი ხიდი, ტრომოსტოვიე, ლუბლიანას გასწვრივ, აკავშირებს მოედანს სტრიტარევა ულიკას გავლით ქალაქის ძველ მოედანთან, მთის ძირში, სადაც სასახლეა, საკათედრო ტაძრის გვერდზე. ქალაქის მოედანზე, მესტნი ტარგზე არის 1751 წელს აგებული შადრევანი. ორივე მოედანი, მიუხედავად იმისა, რომ ერთად არ იყო დაგეგმილი, წარმოადგენს ურბანულ მთლიანობას.

ტელჩ, ჩეხეთის რესპუბლიკა, ნამესტი ზაქარიასე ზ ჰრადჩე

მორავიის, ბოჰემიის და ავსტრიის საზღვართან,  ხშირ ტყეში, წყალსატევებთან ახლოს მდებარე გზაჯვარდინთან 1354 წელს, დაარსდა ტელჩი (ან ტელში გერმანულად). დაარსებიდან ორი საუკუნის შემდეგ, ის ხანძარმა გაანადგურა. ქალაქი ორიგინალი გეგმის მიხედვით, სწრაფად, თუმცა მცირედი ცვლილებებით, შენების სტილის და ტექნიკის ევოლუციის გათვალისწინებით აღადგინეს. გოთიკური სასახლე გადააკეთეს რენესანსულ სტილში და სახლები კი ფრონტონებით დაამშვენეს.  ფასადები შეღებეს, მე-18-ე საუკუნეში კი როკოკოს და ბაროკოს სტილში გადააკეთეს. შუასაუკუნეებისთვის დამახასიათებელი გოთიკური თაღები უცვლელი დარჩა პირველი სართულების დონეზე.  სასახლე მოედანზე არსებულ ყველა სახლს აკავშირებს. ასევე აიგო ორი ტაძარი და სვეტი, რომელიც მიეძღვნა წმინდა იოანე ნეპომუკს, აქვეა ორი შადრევანიც. მე-18-ე საუკუნის ბოლოს, ტელჩში თითქოს დრო შეჩერდა, მისი დიდებისა და ეკონომიკური განვითარების შეჩერებასთან ერთად და ქალაქმა ჩვენს დრომდე შემდგომი ცვლილებების გარეშე მოაღწია: ინდუსტრიალიზაციის გავლენისა და  სოციალისტური კორპუსების გარეშე. ის დარჩა ზუსტად ისეთივე, როგორიც წიგნებსა და გადმოცემებშია. ქალაქის გეგმა პრაქტიკულად სამკუთხედს წარმოადგენს.