კრომერჟიჟი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ველკე ნამესტი

ველკე ნამესტი პირველად 1110 წელს არის ნახსენები. ის დიდ ოთხკუთხედ სივრცეს წარმოადგენს, ცენტრში ბაროკოს სტილის სვეტით, რომელიც შავი ჭირის ეპიდემიის დასასრულის აღსანიშნავად აღიმართა (1680 წ.).  მის გვერდით მდებარეობს შადრევანი, რომელიც ქალაქის წყლით მომარაგების სისტემის ნაწილია. მისი განახლება 1665 წლიდან რამდენჯერმე მოხდა. მოედანს ქალაქის მერიის შენობა, რენესანსის სტილის შენობათა რიგი და არტ-ნუვოს ფასადები ესაზღვრება. თუმცა, აქედან ყველაზე აღსანიშნავი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ეპისკოპოსის სასახლეა, თავისი დიდი და ბრწყინვალე ბაღებით.

ნარდენი, ჰოლანდია, Markt (სავაჭრო მოედანი)

ნარდენის ეს მოედანი სანახაობრიობით არ გამოირჩევა. ის უსწორმასწორო და საკმაოდ მცირეზომის სივრცეა, რომელიც დიდი ეკლესიის (Grote Kerk) გარშემო განლაგდა. თავად ეკლესია მე-15-ესაუკუნის, წითელი აგურისგან ნაგებ, ჩრდილო-გოთიკური სტილის შენობას წარმოადგენს და იგიპროტესტანტულ რეფორმამდე წმინდა ვიტუსს მიეძღვნა. ამასთან, დიდი ეკლესია ჰოლანდიისერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა. 1557 წელს ის ესპანელთა შემოჭრის შემდეგ გაჩენილ ხანძარსგადაურჩა. მოედანზე, ეკლესიის ერთ მხარეს ნარდენში დაბადებული კომენსკის ძეგლიააღმართული. მოედნის ერთ-ერთ კუთხეში რენესანსის სტილის შენობაა აგებული, რომელიცადამიანების ალეგორიული გამოსახულებებით არის დამშვენებული. მიუხედავად იმისა, რომთავად მოედანი არაფრით გამოირჩევა, საერთო ჯამში, ის მაინც სანახაობრივია. მოედანი წყლისარხების ორმაგი რიგით შემოსაზღვრული ვარსკვლავის ფორმის ციტადელის ცენტრია.

ამერსფოორტ, ნიდერლანდები, მარკტპლეინ დე ჰოფ

ეს ქალაქი ინარჩუნებს თანმიმდევრულ საზღვრებს. კედლები, რომლებიც გარს აკრავს ცენტრს, დაანგრიეს მე-15-ე საუკუნეში, თუმცა, მათი თავდაპირველი მდებარეობის განსაზღვრა კვლავ შესაძლებელია, თიხის კედლებიანი სახლების ე.წ. „მუურჰუიზენით“ მიხედვით. გარეუბნები თავისი განლაგებით ძველი ქალაქიდან გამავალ მთავარ გზებს მიუყვება. დროსთან ერთად, სივრცე გარეუბნებსა და ქალაქს შორის შეივსო რამაც გამოიწვია ქალაქის ზრდა  გზატკეცილის მიღმა. ცენტრში განთავსებულია მოედანი – მარკტპლეინ დე ჰოფ.

სიბენიკ, ხორვატია, ტარგ რეპუბლიკე ჰრვატსკე

სიბენიკის პირველი მოსახლეები იყვნენ ხორვატიელები, იგი არ მომდინარეობს ბერძნული კოლონიიდან და არ დაარსებულა ილირიელების ან რომაელების მიერ. თუმცა, მისი ისტორია ძალიან არ განსხვავდება სანაპიროს სხვა ქალაქებისგან. აქ იგრძნობა ოტომანების, ვენეციელების, უნგრეთის და ჰაბსბურგების მეფეების გავლენა. თუმცა, სლავები ყოველთვის დარჩნენ დომინანტებად ქალაქის ციხესიმაგრეში. ერთ დროს, აქ იყო ისტრო-რუმინული დასახლება. მოედანს გააჩნია გამორჩეული ნიუანსები და ხორვატიაში ყველაზე ლამაზად მიიჩნევა. ის ორი ნაწილისაგან შედგება:  ერთია ეკლესიის მოედანი და მეორე საერო დანიშნულების. წყალთან სიახლოვის მიუხედავად, სიბენიკი არასდროს ყოფილა საპორტო ქალაქი. მოედნის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობებია რენესანსის სტილის სასახლე და წმინდა იაკობის ეკლესია, რომელიც იუნესკოს სიაშია შესული.

დუბროვნიკი, ხორვატია, ლუზას მოედანი, გუნდულიჩევა პოლიანა

ლუზას მოედანი დუბროვნიკში, მდებარეობს ქალაქის ყველაზე დიდი არტერიის  – სტრადუნის ქუჩის ბოლოში. ქუჩა კვეთს ციხესიმაგრეს დასავლეთიდან აღმოსავლეთით. თითოეული უკიდურესი პუნქტი წარმოადგენს ციხესიმაგრეში შესასვლელს, რომელიც მონიშნულია ჭიშკრით და მოედნით. ეს სტრუქტურა, რომელიც კარგად ჩანს აეროფოტოგრაფიის მეშვეობით, დაკავშირებულია ნაგებობის პირველად ფორმასთან. ათი საუკუნის წინ, სტრადუნი იყო ბერძნულ-რომაული კოლონიის, რაგუსას გამყოფი არხი, რომელიც კუნძულზე წარმოიქმნა დუბრვადან, კონტინენტალური სლავების დასახლებიდან. მე-11-ე საუკუნეში, არხი ამოივსო და ორი დასახლება გადაიქცა ერთად, თუმცა, მათი მეტოქეობა და ორმხრივი სიძულვილი არ ქრებოდა. ერთი საუკუნის შემდეგ, კლასიკური გეგმის თანახმად, მთავარი მოედნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა განისაზღვრა ორ ძველი დასახლების. ამგვარად, ჩამოყალიბდა ლუზას მოედანი სადაც მოექცა ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი შენობები: ორლანდოს ქანდაკება, რექტორის სასახლე, სპონცას სასახლე, საათის კოშკი, ონოფრის პატარა შადრევანი. ლუზას მოედანი ქუჩით უკავშირდება მეორე ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარს, გონდულიჩევა პოლიანას, რომელიც აშენდა ბევრად უფრო მოგვიანებით, 1667 წლის მიწისძვრის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი მოედნის დაგეგმარება მოხდა სხვადასხვა დროს ისინი მაინც ერთიან სისტემას ქმნიან.

ასიზი, იტალია, პიაცა დელ კომუნე

ასიზი, რომელიც პოპულარულია წმინდა ფრანცისკ ასიზელის გამო, მისი მდებარეობის წყალობით, წარმოადგენს გამონაკლისს, ეტრუსკულ სტილში შექმნილი დასახლებებისაგან განსხვავებით. ის არის განთავსებული არა მთაზე, არამედ სუბასიოს მთის ციცაბო ფერდობზე. ეს ქალაქი ინახავს საკუთარ „საიდუმლოებებს“. მისი შუასაუკუნეების მოედანი, წარმოადგენს ქალაქის მინიატურულ მოდელს.  მოედანს გააჩნია გამორჩეული ნაწილი რომაული ცისტერნის მხარეს. რომაული პერიოდით დათარიღებული მინერვას ტაძარი გადაკეთდა ეკლესიად 1539 წელს და თავისი პროპორციებით ყოველტვის იმსახურებდა არქიტექტორებისა და აგრეთვე გოეთეს აღფრთოვანებას. შენობები თითქმის ერთი და იგივე სიმაღლისაა, რაც ერთიანობის შეგრძნებას ქმნის. მოედანზე არსებული მთლიანობიდან ერთ გამონაკლისს წარმოადგენს შუასაუკუნეების კოშკი, მინერვას ტაძრის გვერდზე, რომელიც ქალაქის ნებისმიერი კუთხიდან მოედნის აღქმის საშუალებას იძლევა.

ვენეცია, იტალია, პიაცა სან მარკო

სან მარკოს მოედანი გაშენებულია ვენეციური ლაგუნის ყველაზე დიდი კუნძულის კიდეზე.  ის ერთადერთი მოედანია ქალაქში, რომელსაც პიაცა ჰქვია, ყველა დანარჩენს კამპოს ეძახიან. მოედანი გამოირჩევა მთლიანობით, თუმცა აქვს ორი განსხვავებული ზონა: თვითონ მოედანი და პიაცა სან მარკო, რომელიც უკავშირდება ზღვას მოლოთი, მისადგომით. პიაცეტა დეი ლეონჩინის ჰქონდა (და კვლავ აქვს) მოედნის გამგრძელებლის როლი და ამიტომ ნაკლებად შესამჩნევი იდენტობით ხასიათდება. ეს სახელწოდება მან მიიღო საკმაოდ გვიან, 1722 წელს ლომების ქანდაკებების დადგმის შემდეგ, რომლებიც წითელი კოტანელოს მარმარილოსგან არის გამოკვეთილი. მთავარი ბირთვი წარმოდგენილია პიაცა სან მარკოს სახით, რომელიც დაგეგმილი იყო როგორც მოედანი და დოჟების სასახლის ეზო, იმ დროს, როდესაც ბაზილიკის ადგილას მდებარეობდა მხოლოდ სასახლის სამლოცველო. მოედნის სივრცე განისაზღვრა მხოლოდ 1156 წლის შემდეგ, როდესაც მდინარემ გაჭრა არსებული პერიმეტრი ორ ნაწილად. მოედანი საბოლოოდ ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც ვენეციამ განიცადა მრავალი ისტორიული ცვლილება, და მოსახლეობის ფსიქოლოგიური გარდაქმნა. დღესდღეობით, ამ მოედანს უღებენ ყველაზე მეტ ფოტოს მსოფლიოში. მას წელიწადში სტუმრობს 12 მილიონამდე ტურისტი.

სალონიკი, საბერძნეთი, არისტოტელეს პლატეია

არისტოტელეს მოედნის ისტორია დაიწყო 1917 წელს გაჩენილი ხანძრით, რომლის დროსაც დაიწვა ქალაქის ორი მესამედი ნაწილი. მანამდე, საუკუნეების განმავლობაში, ოტომანური მმართველობის დროს, სალონიკი წარმოადგენდა აღმოსავლურ ქალაქს, მოედნის გარეშე. მისი მოწყობის ნებისმიერი მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა, რადგან მჭიდრო დასახლება არსებობის გამო, შეუძლებელი იყო ამ ადგილის დანგრევა.  ეს პრობლემა გადაჭრა 1917 წელს გაჩენილმა ხანძარმა, რის შემდეგაც 1918 წელს, ფრანგმა ერნესტ ჰებრარდმა მოამზადა  ქალაქის მოედნის პროექტი, რომელიც მხოლოდ 1950 წელს დასრულდა.

ჰერცეგ ნოვი, მონტენეგრო, ტარგ ჰერცეგ სტეპანა

ჰერცეგ ნოვი (იტალიურად კასტელნუოვო) თავისი სახელის მიუხედავად, საკმაოდ ძველი დასახლებაა. ის დაარსდა 1382 წელს მეთევზეთა სოფლის ადგილას, ბოსნიელი მეფის – სტეფან I-ს მიერ, რომლის სახელიც ჰქვია ქალაქის ცენტრალურ მოედანს. 1482 წელს ქალაქი თურქებმა დაიპყრეს და დარჩნენ აქ მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში, პერიოდულად ესპანელების თავდასხმებიც ხშირი იყო. 1687 ქალაქში მმართველობის ვენეციური, მოგვიანებით კი ავსტრო-უნგრული კანონი მოქმედებდა. ამის შემდგომ, სხვადასხვა დროს,  ჰერცეგ ნოვს მართავდნენ რუსები, ნაპოლეონი და მუსოლინი.  საბოლოოდ კი ის გახდა იუგოსლავიის ნაწილი. ქალაქის არასრული ისტორიის ნახვა, შესაძლებელია მის მოედანზე. ეს პარადოქსული მოედანია, რადგან ააგეს იტალიურ სტილში, პალმის ხეებით გარშემორტყმული ბრწყინვალე მართმადიდებლური ტაძრით შუაგულში. მოედნიდან, რომლის არაოფიციალური სახელია ბელავისტა, ჩანს ზღვა,  ოტომანური საათის კოშკი, ესპანური ციხე-სიმაგრე, კათოლიკური ეკლესიის სამრეკლო და ქალაქის ქვედა ნაწილი.

ჩესკი კრუმლოვი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ნამესტი სვორნოსტი

ნამესტი სვორნოსტი პატარა, 45 x 60 კვმ მოედანია. აქ დაჯგუფებულია  რენესანსული ფასადების მქონე სახლები, აქვე მდებარეობს ბაროკალური სვეტი. მოედანი ერთ მხარეს შემოსაზღვრულია ძველი ქალაქის მერიის შენობის თაღედით. ქალაქი, რომელსაც გერმანულად კრუმაუ ჰქვია, განვითარდა სასახლის გარშემო, რომლის შესახებაც პირველი ისტორიული წყარო გვხვდება მე-13-ე საუკუნის პოემაში. სასახლე ყოველთვის იყო მთავარი პუნქტი, ხოლო მოედანს მისი ზომებიდან გამომდინარე და მდინარე ვლტავას კალაპოტის თავისებურების  გამო ჰქონდა მეორეხარისხოვანი როლი. მიუხედავად ამისა, მოედანი რჩება ზღაპრული ატმოსფეროს მქონე დასახლების მთავარ ელემენტად, ის გაიცნო მსოფლიომ და დღეს ქალაქის მცირე ზომის მიუხედავად, მას მრავალი ტურისტი სტუმრობს.

Marktplatz from Elburg, Holland

Elburg’s square is the result of an intersection between two main arteries, and reproduces on a much smaller scale the quadrangular shape of the city. Elburg has perfect geometrical proportions, thought out in such a way that its measurements link to the golden number[MOU1] . The city, whose shape has remained unchanged, was built between 1392 and 1396, and is unusual for the Middle Ages, as all of its roads are linked both to the city’s edges and to its square, which lies exactly at the geometric centre of the quadrangle.

ლეირა, პორტუგალია პრასა, ფრანცისკო როდრიგეზ ლობო

მოედანი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლეირას მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, აქ არის კაფეები და ტერასები, სადაც ბევრი ღონისძიება ტარდება. ამ მოედნის ტროტუარი ითვლება პორტუგალიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ტროტუარად. შუასაუკუნეებში აქ იმართებოდა სეზონური ბაზრობები.

ბილბაო, ესპანეთი, პლაზა ნუევა

ეს მოედანი  ბარებით, მაღაზიებით, ტავერნებით, ტერასებით და რესტორნებით, სიცოცხლით არის სავსე. მოედანი 1821-1851 წლებში აშენდა. ის ნეოკლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი და ერთმანეთის მსგავსი, სამ-დონიანი შენობებით და კოლონადებით არის შემოსაზღვრული. ქალაქის შუასაუკუნეების მოედანთან არსებული კონტრასტის გამო, მას ახალი მოედანი ეწოდა.ფართობი 3400 მ2-ია. შენობის ფუნქციონალური სტილი და მდიდრული დეკორაციების არარსებობა განმანათლებლობის იდეებს ასახავს, რადგან მისი შექმნა XVIII საუკუნის მიწურულს დაიგეგმა, მშენებლობა კი რამდენიმე ათწლეულის შემდეგ დაიწყო. მოედნის პირველი არქიტექტორი სილვესტერ პერესი იყო. სივრცე გიგანტური, თუმცა ინტიმური სასახლის სალონის ატმოსფეროს ქმნის. ყოველ კვირას, ახალ მოედანზე ძველმანების ბაზრობა იმართება.

ჩესკი ბუდეოვიჩე, ჩეხეთის რესპუბლიკა, ნამესტი პრემისლა ოტოკარა II

მოედანი ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია  და  ბოჰემიის მეფე ოტოკარ II-ს სახელს ატარებს. მან 1256 წელს აღმოაჩინა ქალაქი, რომელსაც გერმანულად ერქვა ბუდვეისი. მოედნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში დგას XVI საუკუნეში აშენებული შავი კოშკი და წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარი. ქალაქის შესასვლელის ბაროკოს სტილის შენობა განთავსებულია მოედნის საპირისპირო მხარეს. ცენტრალური ადგილი უჭირავს სამსონის შადრევანს, ბაროკოს სტილის დახვეწილი გაფორმებით. მოედანს ავსებს 48 სახლი, ლუდის ქარხანა და მარილის ბაზრობა.